-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოლოგი
თუშაბრამიშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (09. I. 1958, თბილისი-15. XI. 2025, თბილისი), არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი არაბ. ქვეყნების ისტ. და ენის მიმართულებით (1979); თსუ-ის ასპირანტურა არქეოლოგიის მიმართულებით (1983). მუშაობა დაიწყო თსუ-ის არქეოლ. და კულტურის ისტორიის კათედრებზე უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1983-2005) და კითხულობდა ლექციის კურსს - პირველყოფილი საზ-ების ისტორია. თ. ნ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქეოლოგიის განყ-ებაში მეცნიერ-თანამშრომლად (1979-1981); არქეოლ. კვლევის ცენტრში (1988-1992, 2003-2004); საქართვ. სახელმწ. მუზეუმში (2005-დან); ასოცირებულ მეცნიერ-თანამშრომლად საქართვ. ეროვნ. მუზეუმში (2019-დან). თ. ნ. იყო ბრიტიშ პეტროლიუმის გარემოს დაცვისა და კულტ. მემკვიდრეობის დეპარტამენტში საველე ოფიცერი (2003-2005); დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინ-ტის პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლ. კვლევის ცენტრის ხელმძღვ. (2014-დან); ილიას სახელმწ. უნ-ტის მეცნ. და ხელოვნების ფაკ-ტის პროფესორი, პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლ. კვლევის ცენტრის ხელმძღვ.; სამეცნ. გამოცემა "ონლაინ არქეოლოგიის" რედკოლეგიის წევრი (2016-2021); სამეცნ. ჟურ. "არგვეთის ქვეყანა" მთ. რედ. (2018-2020); საქართველოში პირველი რეფერირებული ჟურ. "სამხრეთ კავკასია-არქეოლოგიური კონტექსტის" დაფუძნების ერთადერთი ინიციატორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. თ. ნ. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშ. მულტიდისციპლინურ არქეოლ. ექსპედიციას (1993). იგი აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს გურჯაანის სოფლების-ზიარისა და ზიარი ფხოველის ტერიტორიებზე (2014-2018), სადაც აღმოაჩინა ძველი ქვის ხანის (ქვედა პალეოლითის პერიოდის) პირველყოფილი ადამიანის სადგომი-სახელოსნო. თ. ნ.-მა დიდი როლი ითამაშა საქართველოში ქვის ხანის არქეოლოგიის ახალი ეტაპის შექმნაში. შეისწავლა 200-ზე მეტი არქეოლ. ძეგლი, მათ შორის, უნდოს კლდე, ბონდის მღვიმე, მარტვილის კანიონის არქეოლ. ზონა და სხვ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თუშაბრამიშვილი, ნ. (1994). დასავლეთ საქართველოს შუა პალეოლითი და მისი ზედა პალეოლითზე გადასვლის ეტაპები. თბილ.; თუშაბრამიშვილი, ნ. (2002). საქართველოს პალეოლითის ლევალუთური ინდუსტრიები. თბილ.; თუშაბრამიშვილი, ნ. ( 2010). ზემო იმერეთის მღვიმეები და ზედა პალეოლითელ ადამიანთა სამეურნეო საქმიანობა. თბილ.