-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
თურნავა რუსუდან სერგოს ასული (19.VI.1953, თბილისი), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი, თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი (1986). თბილ. შავი ზღვის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2002-2009). კავკასიის საერთაშ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2012). დაამთავრა თსუ–ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი ფრანგ. ენისა და ლიტერატურის განხრით (1975). მონოგრაფიების თანაავტორი ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა თემაზე. ი. გვარჯალაძის ფრანგულ-ქართ. ლექსიკონის ორტომეულის თანაავტორი(2022) და მთ. რედ. მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი. ფრანგ. სამეცნ. და მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი, მათ შორის ე. ახვლედიანის რომანის „კოღო ქალაქში“ ფრანგ. თარგმანი ი. რიბადო-დიუმასთან ერთად (პარიზი, 2017), ასევე ჟან-მარკ მურას „ფრანკოფონური ლიტერატურები და პოსტკოლონიური თეორია“ (2012), გ. ვ. ლაიბნიცის „მონადოლოგია“, „კონდორსე“, (2024) და პ. ბრუნელის „ჟანრების მითოპოეტიკა“ (2024). ადგილ. და საერთაშ. კონფერენციების მონაწილე. ორი სამეცნ. საგრანტო პროექტის ხელმძღვ. (2016, 2023). საფრანგეთის წიგნის ეროვნ. ცენტრის სტიპენდია (2011, 2015). დაჯილდოებულია საქართვ. ფრანგ. ინ-ტის მთარგმნელთა ყოველწლიური კონკურსის პირველი პრემიით ა. მარინოს ნაშრომის „კომპარატვიზმი და ლიტერატურის თეორია“ თარგმანისათვის (თანაავტორი, 2010).
თხზ.:თურნავა, რ. (1988). გიორგი გვაზავა და ფრანგი ტრაგიკოსების „ქართული“ ტრაგედიები:ქართული თემა XVII-XVIII საუკუნეების ფრანგულ ტრაგედიებში. ალმანახი საუნჯე № 6, გვ. 260-272. ISSN: 0134 – 9848; თურნავა, რ. (2016). ფრანგული დეკადანსისა და სიმბოლოზმის წარმოშობის ისტორია. კრებ.:ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია. თბ., მერიდიანი, ISBN: 978-9941-25-027-9; თურნავა, რ. (თანაავტორი). (2018). კავკასიის ფრანგული დღიური. თბ., შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა, ISBN: 978-9941-0-5065-7; თურნავა, რ. (თანაავტორი). (2019). ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია ქართულ კულტურულ სივრცეში: მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. თბ., შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ–ტის გამ-ბა, ISBN: 978-9941-485-94-7; თურნავა, რ. (თანაავტორი). (2022). ფრანგულ-ქართული ლექსიკონი, ტ.1. თბ., კარტოგრაფია, ISBN: 978-9941-8-3991-7; თურნავა, რ. (თანაავტორი). (2024). ფრანგულ-ქართული ლექსიკონი, ტ.2. თბ., კარტოგრაფია, ISBN: 978-9941-8-4176-7; თურნავა, რ. (2022). აპოლინერის პოეზიის გივი გეგეჭკორისეული თარგმანები. კრებ.: ლექსმცოდნეობა - 14. შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა, ISSN: 1987-6823; თურნავა, რ. (2023). საქართველო ემილ-ფრანსუა დესენის მოგონებებსა და ნახატებში. ლიტერატურული ძიებანი №43, გვ. 231-249. ISSN: 0235-3776; ISSN (online) 2960-9968; თურნავა, რ. (2024). ფრანგი მწერლების ლიტერატურული და პოლიტიკური სტრატეგია XX საუკუნის პირველ ნახევარში: XVII საერთაშ. სიმპოზიუმის მასალები ინტერნეტში.