-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი პოლიტოლოგი
თურმანიძე თორნიკე (01.05.1979, თბილ.). საერთაშ. ურთიერთობების დოქტორი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ–ტის საერთაშ. ურთიერთობების მიმართულების პროფესორი (2018). თსუ-ის საერთაშ. ურთიერთობების ბაკალავრი (2000), მაგისტრი (2002) და დოქტორი (2010). თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2008-2011), ასოცირებული პროფესორი (2011-2018). საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდის უფრ. მკვლევარი (რონდელის ფონდი, 2022). საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (2011-2013). მუშაობდა საქართვ. შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსად (2004-2011). მონაწილეობა აქვს მიღებული ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამით დაფინანსებულ პროექტში „მშვიდობის კვლევების კურიკულუმების განვითარება საქართველოში (PESTUGE)” (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, 2016-2019); აშშ-ში რამსფელდის ფონდის ახალგაზრდა ლიდერებისა (2008) და მერსი ქორის კონფლიქტების დარეგულირების პროგრამებში (2007).
თხზ.: თურმანიძე, თ. (2004). საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: ქრესტომათია. თბ.: სამოქალაქო ინიციატივების ინ-ტი, ISBN 99928-0-923-X; Turmanidze, T. (2009). Buffer States: Power Policies, Foreign Policies and Concepts. New York: Nova Science Publishers. ISBN-10 1606929011, ISBN-13 978-1606929018; თურმანიძე, თ. (2011). ბუფერული სახელმწიფოები. თბ.: ბთკკ – პოლიტიკის კვლევის ჯგუფი, მეორე გამოც., ISBN 978-9941-0-3415-2; თურმანიძე, თ. (2017). ოკუპაციის ხაზი – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ექსპერტის აზრი. N 89, თბ.: საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდი, ISSN 1512-4835; თურმანიძე, თ. (2022). ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარება: მიზნები და შედეგები, უსაფრთხოების მიმოხილვა: რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზი. საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდი; თურმანიძე, თ. (2022). „საქართველო: ბუფერი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი?,“ ექსპერტის აზრი, N 35, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, 2015 წ. ISBN 978-9941-0-7590-2, ISSN 1512-4835.