ტურკი ჰორსტ
ტურკი ჰორსტ

ტურკი ჰორსტ (Türk Horst ,13.IV.1935, ბრემენი - 26.III.2008, გიოტინგენი) თსუ-ის სამეცნ. საბჭომ გერმანელი ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი აირჩია საპატიო დოქტორად (07.X.1996).

ტ. ჰ.-ის კვლევის არეალი შემდეგ საკითხებს მოიცავს: ლიტერატურის თეორია, მეთოდოლოგია, თეატრი და დრამა, თარგმანმცოდნეობა. მან ჰამბურგისა და გოეთეს სახ. მაინის ფრანკფურტის უნ-ტებში შეისწავლა გერმანისტიკა, ისტორია და ფილოსოფია (1954-1963). ბერლინის თავისუფალ უნ-ტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი თემით: „დრამის ენა, როგორც ზეპირი ენა ჰაინრიხ კლაისტის „პენთესილეას“ ანალიზის საფუძველზე“ (1963). იგი მუშაობდა ფრაიბურგისა და ზაარბრუკენის უნ-ტებში მეცნ.–ასისტენტად (1963-1972), შემდეგ კი ფრაიბურგის უნ-ტში მიიღო უმაღლ. აკად. კვალიფიკაცია თანამედროვე გერმანული ლიტერატურის განხრით  („დიალექტიკური დიალოგი. გაგების პრობლემატიკის ლიტერატურული ანალიზი“, 1972). მეცნიერს მინიჭებული აქვს ემერიტუსის სტატუსი.

ტ. ჰ. გიოტინგენის გეორგ ავგუსტის უნ-ტის სრული პროფესორის სტატუსით უძღვებოდა გერმანული ფილოლოგიის სემინარებს (1974). დაინიშნა დრამატურგიის განყ-ების ხელმძღვანელად (1978). მისი  თაოსნობით შეიქმნა პროექტი  „ლიტერატურის თარგმანი.“ ტ. ჰ. ისტორიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დეპარტამენტის დეკანის პოზიციაზეა (1986-1987), შემდეგ კი სენატის წევრად აირჩიეს (1987). ამავე წლიდან იგი უწყვეტად თანამშრომლობდა თსუ–სთან.