-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ბიოფიზიკოსი
თურქაძე ნინო დადუნის ას (01.XII.1987, ზესტაფონი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი ფიზიკის მიმართულებით (2009). წარჩინებით დაასრულა და მიენიჭა ბიოფიზიკის მაგისტრის ხარისხი და სწავლა განაგრძო დოქტორანტურაში ბიოფიზიკის მოდულით (2011). უნ-ტში სწავლის პერიოდში და შემდგომ ეწევა სასწ. სამეცნ. და საზ-ებრივ საქმიანობას. არჩეული იყო სტუდენტური თვითმარველობის დელეგატად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ფაკ-ტის საბჭოს მუშაობაში. იყო თსუ-ის სამედ. და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მოწვეული ლექტორი (2013-2018); დღემდე მეცნიერ თანამშრომელია სამედ. და გამოყენებითი ბიოფიზიკის ინ-ტში (2016-დან). დღემდე მუშაობს შპს ,,ავერსის კლინიკის’’ ბირთვული მედიცინის ცენტრში (2017-დან). დღემდე მოწვეული ლექტორია საქართვ. უნ-ტის მეცნ. და ტექნოლოგიების სკოლის უცხოენოვან მიმართულებაზე - სამედ. ფიზიკა, ბიოფიკა (2022-დან). არის რამოდენიმე საბაკავრო და სამაგისტრო ნაშრომის თანახელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. კონფერენციებში, საქართველოში და საზღვარგარეთ.