-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
თურქაძე გურამ გრიგოლის ძე (12.III. 1934, სოფ. ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი-05.XI.2017, თბილისი). დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკ. ინ-ტის, ქიმიურ-ტექნოლოგ. ფაკ-ტი (1956). ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ ენებს. ორჯონიკიძის სახ. ქარხანა, ინჟინერი (1956); იყო ქ. სევასტოპოლის, გემთმშენებელი ქარხანის, ცენტრალური ლაბორ. ინჟინერი, უფრ. ინჟინერ-ტექნოლოგი (1958-1962); სევასტოპოლის ხელსაწყოთმშენებელი ინ-ტის სამეც-კვლ. ლაბორ. ჯგუფის წამყვანი ინჟინერი; სამეც.-კვლ. სექტორის უფრ. ინჟინერი (1962-1964); ქუთაისის ავტოქარხანის ინჟინერი (1964-1966); ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. ლაბორ. უმც. მეცნიერ-თანამშრომელი (1966-76); უფრ. ინჟინერი (1976-79); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1979-83); ლაბორ. გამგე (1983-1995); ფიზ. მეთოდების ლაბორ. გამგე (1998-2005); გეოლ. დეპარტ. ანალიტიკური ცენტრის უფროსი (1995-98); ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (2005-07); უფროსი ინჟინერი (2007-2017). თ. გ. არაერთგზის იქნა დაჯილდოვებული სამეცნ. მიღწევების პრაქტიკაში დანერგვისათვის (1960, 1963, 1979, 1981, 1984, 1986); მონაწილეობდა საერთაშ. გრანტების შესრულებაში; მისი კვლევის შედეგები ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნ. და გამოცემულია დარგ. ინსტრუქციების სახით: „Флуоресцентный РР-ский метод определения мышьяка в горных породах и минералах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е, 1975, Инструкция №137); „ФлуоресцентноеРР-ское одновременное определение меди и железа в рудах и продуктах их обогащения“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е, 1979, Инструкция №167); „Экохимиа природных вод Верхне-имеретинского (Чиатурского) плоскогорья“ (ენერგია, 2009, №3 (51).
თხზ.: Туркадзе, Г. (თანაავტორი). (1974). Методика РР-ского флуоресцентного определения стронция в целестиновых рудах и продуктах их обогащения. Тб., Мецниереба; Туркадзе, Г. (1979). Способы учета влияния вещественного состава проб при РР-ском анализе руд и продуктов обогащения: Вопросы геологии и технологии полезных ископаемых Кавказа: Юбилейныи сборник трудов КИМС-а. Тб., Сабчота сакартвело.