ტურავა მურმან ილარიონის ძე
ტურავა მურმან ილარიონის ძე

ტურავა  მურმან ილარიონის ძე (01. VIII. 1936, გალი-28.VIII. 2012, თბილისი), ეკონომისტი, პედაგოგი, ეკონ.  მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის  ეკონ. ფაკ-ტი,  ბუღალტერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით (1954-1959). მუშაობდა  სხვადასხვა  თანამდებობაზე: აფხაზეთის პროფკავშირების საოლქო საბჭოში; საქართვ. სუბტროფიკული  მეურნეობის ინ-ტში (1959-1969). დაამთავრა ქ. ლენინგრადის  სახელმწ. უნ-ტის სტატისტიკის კათედრის  ასპირანტურა (1965-1968). დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია: „Очерки методологии статистических сравнений“ და მიენიჭა დოცენტის სამეცნ. ხარისხი (1975); შემდეგ სადოქტორო დისერტაცია, თემაზე:  „სოციალური  სტატისტიკის ინტეგრაციის  მეთოდოლოგიური  პრობლემები“ (1990), ეკონ. მეცნ. დოქტორის (1991); ასევე პროფესორის წოდება (1992). ტ. მ. თსუ-ში მოღვაწეობდა სტატისტიკის (1992-2002), შემდეგ ფინანს. და კრედიტის კათედრაზე (2002-2006). ეწეოდა სამეცნ. მუშაობას. ლექციებს კითხულობდა საქართვ.-უკრაინის საერთაშ. აკადემიაში. გამოცემული აქვს სამეცნ.  ნაშრომები: „სტატისტიკურ შედარებათა მეთოდოლოგია ვ. ი. ლენინის შრომებში“ (საქართველოს სახალხო მეურნეობა, 1967, N12); ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო შემოსავლების ადმინისტრირების მექანიზმის სირთულეები საქართველოში: ბიზნესის ადმინისტრირება“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2009, იანვარი-თებერვალი, N1); „დამწყებ ბუღალტერთა გზამკვლევი“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2010, ივლისი-აგვისტო, N4).

თხზ.: ტურავა, მ. (1987). სოციალური  სტატისტიკის განვითარების  ნარკვევები.  თბ.  უნ-ტის გამ-ბა;  ტურავა, მ. (1990). სოციალური  სტატისტიკა: ლექციების კურსი: ნაწ. 1 თბ. უნ-ტის გამ-ბა; ტურავა, მ. (თანაავტორი). (2005). უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის გლობალიზაციის  პირობებში. თბ. უნ-ტის გამ-ბა.