- კატეგორიები: პედაგოგი ფოლკლორისტი
ტურაშვილი მარინე კოლას ასული (17.VII.1980, ყვარელი, სოფ. ალმატი), ფოლკლორისტი, ზეპირი ისტორიების მკვლევარი, ლექტორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2001), მაგისტრატურა (2004) და დოქტურანტურა (2019). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის სტაჟიორ-მკვლევარი (2004-2005), მეცნიერ თანამშრომელი (2006), ფოლკლორის არქივის ხელმძღვ. (2008). მიწვეული ლექტორი „საქართველოს უნივერსიტეტსა“ (2019) და თსუ-ში. ტ.მ.-ს კვლევის ინტერესის სფეროა ფოლკლორი, მონაცემთა ბაზები, საველე კვლევა, ასევე, ზეპირი ისტორიების შესწავლის საფუძველზე თავისუფალი ნარატივების კვლევა. იგი არის საქართვ. პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამეცნ. გრანტის მფლობელი (2009), ადგილ. და საერთაშ. ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ოცდახუთი საგრანტო პროექტის ხელმძღვ., კოორდინატორი და მონაწილე (2004-2022), რვა ადგილ. ექსპედიციის მონაწილე (2009-2020), შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. ასოციაციის (ICLA) წევრი (2022). ტ.მ. ავტორია მონოგრაფიისა „თანამედროვე ქართული ფოლკლორი (ზეპირი ისტორიების მიხედვით)“ (2010), სადაც ზეპირი ისტორიების საფუძველზე გაანალიზებულია ფოლკლორული ჟანრები. ამგვარი კვლევა სიახლეა თანამედროვე ფოლკლორისტიკაში. იგი, რედაქტორია წიგნებისა: „ესპანური ზღაპრების (მსოფლიო ხალხთა ზღაპრების სერია, I) (2009), რ–შიც გამოქვეყნებულია 56 ზღაპარი სიუჟეტთა საერთაშ. ინდექსის მითითებით და „Georgian Hunting Myths and Poetri“, by Elene Virsaladze, Translated by D. G. Hunt. (Lay-out)“ (2017).
თხზ.: ტურაშვილი, მ. (რედ.). (2016). პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი. თბ., ISBN 978-92-2-125952-7; ტურაშვილი, მ. (რედ.). (2016-2020). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მასალები. თბ.: საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., ISBN: 978-9941-8-0363-5; ტურაშვილი, მ. (თანაავტორი). (2019). 1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა, ნაწილი I. თბ., მერიდიანი.