-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ტურაშვილი კობა შოთას ძე (09.XII.1960, რუსთავი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1982); იმავე წელს გახდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ასპირანტი; ასპირანტურის სრული კურსი გაიარა ქ. პროტვინოს (რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინ-ტის თანამშრომლებთან ერთად, ჯერ კიდევ ასპირანტმა, გამოაქვეყნა ისეთი სამეცნ. ღირებულების სამი ნაშრომი, რომ მათ საფუძველზე ტ. კ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე: „გლუონის პროპაგატორის ინფრაწითელი ყოფაქცევა“ (1987, ქ. პროტვინო). ტ. კ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ველის კვანტური თეორია; იგი სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე ველის კვანტურ თეორიაში; ტ. კ.-ს მეცნ. ალღო და აქტ. თანამშრომლობა ადგილ. და უცხოელ კოლეგებთან აისახა მაღალ რეიტინგულ ჟურნ. გამოქვეყნებულ 11 სამეცნ. ნაშრომში (1988-1999). სამეწარმეო საქმიანობის შემდეგ (1995-2014) ტ. კ. კვლავ დაუბრუნდა სამეცნ. საქმიანობას (2016-დან) და კოლეგებთან ერთად ჩართულია ფიზიკის ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებულ თეორ. და ექსპერ. კვლევებში; ის არის რამოდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. მაღალ რეიტინგულ ჟურნ., მაგ.: „GAUGE INVARIANCE AND THE PRESCRIPTION FOR THE AXIAL DENOMINATOR“ (Z. Phys.C 44, 651-654, 1989); „Renormalization of QCD coupling constant in terms of physical quantities“ (Int.J.Theor.Phys. 37, 865-873, 1998); „Novel Outlook on the Eigenvalue Problem for the Orbital Angular Momentum Operator“ (MDPI Physics 4, 2, 647-658, 2022). ტ. კ.-ს კვლევების შედეგები კვანტური ველის თეორიის უზოგადეს საკითხებზე ასახულია ნაშრომებში, რ-თა მიმართ მზარდია ინტერესი ფიზიკის ამ დარგში მომუშავე საერთაშ. საზოგადოების მხრიდან ( 2022-დან).