-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
თუმანიშვილი პავლე იოსების ძე (1872-04. I. 1953, სუვალკა, პოლონეთი). საზ. მოღვაწე, ქველმოქმედი და ჰუმანიტარი. დამთავრა თბილ. კლასიკური გიმნაზია; მოსკ. უნ-ტის ჰუმანიტარული განყ-ება; დედამისი-იულია კონსტანტინეს ასული ზუბალაშვილი ნავთობის საბადოების მფლობელ ზუბალაშვილების ოჯახის წევრი იყო. ქართვ. მეცენატს, თ. პ.-ს თავისი ბიზნეს ინტერესები ჰქონდა საქართვ., სპარს., საფრ., გერმ., იტალიასა და ფინეთში. მისი ქველმოქმედებით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდა საქართველოში. მეცენატის დაფინანსებითა და თანადგომით აშენდა თბილ. „სახალხო სახლი“-ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრი; თავადაზნაურთა გიმნაზია-უნ-ტის პირველი კორპუსი; კათოლ. ეკლესია ბათუმში; თბილ. მუს. სკოლა - დღევანდელი კონსერვ. და სხვა. სწორედ მისი ქველმოქმედებით მოეწყო ექვთიმე თაყაიშვილის მნიშვნელოვანი ექსპედიცია ლეჩხუმ–სავანეთში (1910 ზაფხული); „საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ებას“ შესწირა მიწის ნაკვეთი ვერაზე მუზეუმ–წიგნსაცავის ასაშენებლად; შეიძინა საარქეოლოგიო ნივთები და უნიკალურ ბ-კასთან ერთად გადასცა მუზეუმს; მონაწილეობას იღბდა საქართვ. სამხ. გზის მშნებლობის დაგეგმაში. გამოსც. გაზ. "ვოზროჟდენიე" (რედ. პ. გოთუა); საბავშვო ჟურნ. "ნაკადულს" (რედ. მარიამ დემურია) და გაზ. "ივერიას" (1905-1906, რედ. ფილიპე გოგიჩაიშვილი); იყო ქართ. სამეცნ.-პოპულ. კინოს ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი; მან შეადგინა „მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფიის“ პროგრამა (1918), სადაც შეეხო სასკ. სწავლებაში თვალსაჩინოების პრობლემას, კინოს საშუალებით პოპულარიზაციის მეთოდებს და სხვ.; იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); მრავალი წლის განმავლობაში იყო ტფილ. მაზრის თავად–აზნაურთა წინაძღოლი და ხშირად გუბერნიის მარშლის თანამდებობასაც ასრულებდა; პოლიტ. მიმართულებით იყო ეროვნულ–დემოკრატი. მისი მონაწილეობითა და ილია ჭავჭავაძის თავ-რეობით შემუშავდა ამ პარტ. პირველი საჯარო ოფ. პროგრამა, რ-იც მან თავისი ხარჯით დაბეჭდა. სარწმუნოებით კათოლ. იყო. მფარველობდა და შემწეობას უწევდა საქართვ. კათოლ. ეკლესიას. ახლოს იცნობდა რომის პაპს პიუს XII-ს და ხშირად სტუმრობდა ვატიკანსაც. დაჯილდოებული იყო წმ. სტეფანეს ორდენით, რ-იც პაპმა მას უკვე ემიგრაციაში უბოძა. საქართვ. გასაბჭოების შემდეგ ოჯახი ევრ. გადავიდა საცხოვრებლად (პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი, ვილნიუსი); იგი რამდენიმე წლის მანძილზე იყო საქართვ.-პოლონეთის საზ-ების პრეზიდენტი ვარშავაში (1921-1930). ამ პერიოდში საზ-ების საბჭოში შედიოდნენ: ნიკოლოზ კანდელაკი, კონსტანტინე ტერიაშვილი და ალექსანდრე ყიფიანი. პოლონეთის ქ. სუვალკში გარდაიცვალა (04. I. 1935).
ლიტ.: ჭიჭინაძე, ზ. (1905). ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე. თბ.; გრიშიკაშვილი, ა. (2008). ქართველები პოლონეთში. თბ.; ჟვანია, გ. (1971). პავლე თუმანიშვილის "მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფი": [პროგრამა]. თბ., საბჭ. ხელოვნება.; თაყაიშვილი, ექვ. (1935). პავლე იოსების ძე თუმანიშვილი: ნეკროლოგი. პარიზი, დამოუკიდებელი საქართველო.