თუმანიშვილ-წერეთელი ანასტასია მიხეილის ასული
თუმანიშვილ-წერეთელი ანასტასია მიხეილის ასული

თუმანიშვილ-წერეთელი ანასტასია მიხეილის ასული (25.VIII.(6.IX).1849, თბილისი – 7.II.1932, თბილისი), საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა თბილ. ფავრის პანსიონი, შემდეგ – ამიერკავკ. კეთილშობილ ქალთა ინ-ტი (1865). იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის" აქტ. წევრი, ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918), „მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების” საზ-ბისა და ქალთა საზ-ბა „განათლების" დამაარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნ. განვითარებაში.  თანამშრომლობდა ჟურნ. „ნობათთან" (1883). დააარსა ჟურნ. „ჯეჯილი" (1890), რ-მაც დიდი როლი ითამაშა ქართ. საბავშვო ლიტ-რის განვითარებაში. იყო ჟურნ. „კვალის" თანარედაქტორი. თ.-წ. ა. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, დაიბეჭდა მისი პირველი თარგმანი ა. დოდეს მოთხრ. „მარშლის გულმტკივნეულება" (1876); პირველი ორიგინ. მოთხრ. „მამის მსხვერპლი"(1880); მასვე ეკუთვნის ორიგინ. ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობ. კრებ.: „მოლაღური" (1887); „ხუთი ამბავი" (1888); „კონა" (1923); „ცხოვრების გამჭრიახობა" (1924); „ყვავილი" (1926) და სხვა.

ლიტ.: ხელთუბნელი მ., (1941). საბავშვო ლიტერატურის მოამაგის ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ.; ქართული ენციკლოპედია. საქართვ. ეროვნ.  არქივი (უახლესი ისტ. ცენტრ. არქივი),  პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.6.