თულაშვილი ერემია ვახტანგის ძე
თულაშვილი ერემია ვახტანგის ძე

თულაშვილი ერემია ვახტანგის ძე (01.I.1952, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974). მუშაობდა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „მიონ“-ში (1974-1991). სწავლობდა ა. იოფეს სახ. ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის ასპირანტურაში (1979-1982). დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. საკანდ. დისერტაცია: „ნახევარგამტარული ჰეტეროეპიტაქსიალური სტრუქტურების საფუძველზე დამზადებული ჰეტეროლაზერების ელექტროფიზიკური თვისებებისა და პარამეტრების კვლევა“ (1984). მუშაობდა თსუ–ის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის კათედრაზე (1992-დან); თსუ-ის აკად. ნ. კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, განყ-ბის გამგის თანამდებობაზე (2009 -დან). არის 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის: “Radionuclides in rocks of southern part of Mtskheta-Mtianeti region (Georgia)” (Journal of Geochemical Exploration, 2018, N 190); “Radon in tap water in the territory of Tbilisi City” (In book “Radon: Geology, Environmental Impact and Toxicity Concerns”, 2015, Chapter N 7); “Radioactivity of Rocks in Several Regions of East Georgia” (In book “Radionuclides: Properties, Behavior and Potential Health Effects”, 2020, Chapter 3). იყო 10-ზე მეტი საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების საგრანტო პროექტების მონაწილე. ამჟამინდელი მის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს რადიოეკოლოგიური კვლევები. არის ჟურნ. "Radiobiology and Radiation Safety" სარედაქციო საბჭოს წევრი.