ტუკვაძე ავთანდილ
ტუკვაძე ავთანდილ

ტუკვაძე ავთანდილ ანტონის ძე (28.II.1952, ქ. თერჯოლა) — ისტორიისა და პოლიტიკის მეცნ. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი წარჩინების დიპლომით (1975). სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურაში (1977). მიენიჭა პოლიტიკის მეცნ. კანდ. ხარისხი (1978) და პოლიტიკის მეცნ. დოქტორის ხარისხი (1999). სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. იყო თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1980–1985). არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2001). არჩეული იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად (2016–2025). იყო თსუ-ის პოლიტიკურ მეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი (1999–2003). მუშაობდა თბილ. მართვის ინ-ტის პრორექტორად (1995–1999). საქმიანობდა საქართვ. სპორტის აკადემიაში, ტურიზმისა და სპორტის სამართლის ფაკ-ტზე, სადაც ეკავა დეკანის მოადგილისა და დეკანის თანამდებობები და არჩეული იყო სამართლის მიმართულების სრულ პროფესორად (2000–2005). იყო ქართულ–ბრიტანული უნ-ტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკური ელიტოლოგიის პროგრამის ხელმძღვ. (2009–2011). არის საქართვ. პოლიტიკურ მეცნ. დარგობრივი აკადემიის წევრი. არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „ცხოვრება და კანონი“-ს რედკოლეგიის წევრი (2008-დან). ტ.ა.-ს სამეცნ. კვლევები ძირითადად ეხება პოლიტ. კულტურისა და პოლიტ. ელიტების პრობლემატიკას. მის ნაშრომებში განხილულია საქართვ. პოლიტ. ელიტების ტიპოლოგია, შერჩევის კრიტერიუმები, იდეოლოგიური ორიენტირები და პოლიტ. პროცესების ფუნქციონირების საკითხები. (1998) გამოქვეყნებულ ნაშრომში წარმოდგენილია ზ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის პოლიტიკური ანალიზი. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი (ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ჩინურ ენებზე).

თხზ.:ტუკვაძე, ა. (1998). პოლიტიკური ელიტა. თბ; ტუკვაძე, ა. (თანაავტორი). ტუკვაძე, ა. (თანაავტორი). (2004). პოლიტოლოგია. თბ;   (2006). შესავალი სამართლის ფილოსოფიაში : სახელმძღვანელო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. თბ., ქუთაისის ს/ს მანდარიას სტამბა; ტუკვაძე, ა. (2007). პოლიტიკური კულტურის ტიპები; შედარებითი ანალიზი. თბ.; ტუკვაძე, ა. (2014). პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი. თბ.; ტუკვაძე, ა. (თანაავტორი). (2015). რუსეთის პოლიტიკური კულტურის თავისებურებები : ისტორიული კონტექსტი. თბ., უნივერსალი.