-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ტუხაშვილი მირიან ვასილის ძე (23.IV.1945, სიღნაღის რ-ნი, სოფ. ბოდბისხევი), ეკონომისტი, თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი და ხელმძღვ. დაამთავრა თსუ–ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტის „შრომის ეკონომიკის“ სპეციალობა(1969), იყო სახ. მეურნეობის ინ–ტის შრომის ეკონომ. განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1972-1990). დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინ–ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-2006), შეთავსებით მუშაობდა საქართვ. დასაქმების სახელმწ. სამსახურის დირექტორის მოადგილედ (2000-2004). შრომის ეკონომიკის სპეციალობით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. უკავია პროფესორის თანამდებობა (1997), იყო შრომის ეკონომიკის კათედრის გამგე (2000-2009) და მაკროეკონომკის კათედრის ხელმძღვ. (2019). თსუ–ში კითხულობს ლექციებს „შრომის ეკონომიკის“ დისციპლინებში (1972). მისი ლექციები გამოირჩევა საქართვ. უმწვავესი პრობლემებისადმი პირუთვნელი მიდგომით და დიდი პატრ. პათოსით. თითქმის 20 წელი იკვლევდა თბილ. ზრდის შეზღუდვისა და საშ. და პატარა ქალაქების განვითარების უმწვავეს პრობლემებს. დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ქალაქების ზრდის რეგულირების მომზადებასა და განხორციელებაში. ამ კვლევებმა საბოლოოდ თავი მოიყარა მის მონოგრაფიაში – „შრომითი რესურსების ფორმირება და გამოყენება საქართველოს საშუალო და პატარა ქალაქებში“(1990). იგი ერთ–ერთი პირველი იყო (უკრაინელ ა. ხომრასთან ერთად) ვინც თავის პუბლიკაციებში დასაბუთებული არგუმენტებით მწვავედ გააკრიტიკა ამიერკავკ. და შუა აზიის მოსახლეობის სსრკ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში გადანაწილების სტიმულირების კონცეფცია (1980). საქართვ. მოსახლეობის დემოგრ. დაბერებისადმი სპეციალურად მიძღვნილი სტატიით დასაბამი მიეცა საქართვ. მოსახლეობის დემოგრ. დაბერების შემდგომ ინტენსიურ კვლევას. შრომისა და ყოფის უმძიმეს წლებშია დაწერილი მისი წიგნები, რომლებშიც პირველადაა ღრმა მეცნ. მსჯელობა საქართვ. დემოგრაფიულ ოპტიმუმზე. პროფესორი ტ.მ. ყოველთვის ცდილობდა მიგრაცია გამხდარიყო კოლექტიური კვლევის ობიექტი. თავის კოლეგებთან და მოწაფეებთან ერთად დაარსა „მიგრაციის შემსწავლელი ცენტრი“(2004). იკვლევდნენ საქართვ. მოსახლეობის მიგრაციის ყველაზე მწვავე პრობლემებს. პროფესორ ტ.მ.–ს რედაქტორობით მიგრაციის შემსწავლელი ცენტრი უშვებს სამეცნ. ჟურნ. „მიგრაცია“. იგი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის გრანტებით გამოკვლეულ და შემდგომ ინგლისურ ენაზე გამოცემულ ფართოდ გახმაურებულ კოლექტიურ ნაშრომებს. ტ.მ. შემოქმედებას კარგად იცნობენ საზღვარგარეთ უნ-ტებსა და სამეცნ. ცენტრებში. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის მედლით, ივ. ჯავახიშვილის მედლით, სახელმწ. უნ-ტის ოქროს მედლით, პ. გუგუშვილის სახ. ინ-ტის მედლით .
თხზ.: ტუხაშვილი, მ. (1995). საქართველოს მოსახლეობის განათლების პოტენციალი. თბ., ლამპარი; ტუხაშვილი, მ. (1996). საქართველოს შრომითი პოტენციალი: დემოგრაფიული პრობლემები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ტუხაშვილი, მ. (1996). საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია. თბ., ლამპარი; ტუხაშვილი, მ. (1998). საქართველოს შრომითი პოტენციალი: ფორმირება და განაწილება. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ტუხაშვილი, მ. (2012). გადაადგილებული პირები საქართველოს შრომის ბაზარზე. თბ., 978-9941- 17- 605-0; ტუხაშვილი, მ. (2013). დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია საქართველოში. თბ., ISBN978-9941-17-601-2; ტუხაშვილი, მ. (2009). მიგრაციული ექსპანსიის დასასრული და რუსეთის "ახალი მიგრაციული პოლიტიკა". თბ., უნივერსალი; ტუხაშვილი, მ. (თანაავტორი). (2012). შრომის ბაზარი და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია საქართველოში. თბ.