-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ტუღუში ნაზი ელგუჯას ასული (01.III.1998, ლანჩხუთი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2020), მაგისტრატურა (2023). მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტში (2019 –დან). არის თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის სეისმოლოგიის და სეისმური უსაფრთხოების რისკის სექტორის სპეციალისტი (2019–2023); ამავე ინ-ტის მეცნიერ–თანამშრომელი(2023). არის მ. ალექსიძის სახ. ახალგაზრდული პრემიის მფლობელი (2023). მიიღო მონაწილეობა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტ. სამეცნ. ჟურნალში:,,DAMAST"-ის შედეგები და რეგიონული კვლევის საერთაშორისო ცენტრის შექმნის პერსპექტივები საქართველოში” (საერთაშ. სამეცნ. კონფ.-"მონიტორინგი მაღალი კაშხლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის: წყლისა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება დეკარბონიზაციისათვის" - შესახებ. 2022, უნ-ტის გამ-ბა, №1); ,,ენგურის კაშხლის წყალსაცავის (საქართველო) გარშემო სეისმოლოგიური კვლევა. ძველ კატალოგებსა და მიმდინარე მონიტორინგზე დაყრდნობით,(Seismological study around the Enguri dam reservoir (Georgia) based on old catalogs and ongoing monitoring)“ (სეისმოლოგია, 2023, Springer).