ტუღუში მირონ კარლოს ძე
ტუღუში მირონ კარლოს ძე

ტუღუში მირონ კარლოს ძე (10.II.1947, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი შრომის ეკონ. სპეციალობით (1964-1969). საკანდ. დისერტაცია დაიცვა თემაზე: „უმსხვილესი ქალაქების შრომითი რესურსების დაგეგმვა (თბილისის მაგალითზე)“ (1980). მუშაობდა საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნ. ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში განყ-ბის გამგედ (1991-დან), ეკონომისტად ეკონ. და რეგიონული პრობლემების ინ-ტში, შრომითი რესურსების განყ-ბის გამგედ (1991-1996), საქართვ. პარლამენტში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე (1998-2008). მოღვაწეობდა საქართვ. სხვადასხვა უნ-ტში(2007-2018). დღემდე თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2019-დან). გამოსცა 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის სახელმძღვანელოც.

თხზ.:ტუღუში, მ. (2011). მენეჯმენტი. თბ., ინოვაცია ISBN 978994190529; ტუღუში მ. (2014). კულტურის სფეროს მართვა. თბ. ივერიონი, ISBN 9789941938764;  ტუღუში, მ. (მთარგმნელი). (2019). რობინსი, ს. მენეჯმენტი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; რუღუში, მ. (თანაავტორი). (2025). ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა. თბ., უნივერსალი.