ტუღუში ალექსანდრე
ტუღუში ალექსანდრე

ტუღუში ალექსანდრე (09.XII.1952, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი 1974 წელს. უნ-ტში სწავლის პერიოდში იყო უმაღლესი რანგის სახელობითი სტიპენდიანტი. იყო თსუ-ის  თეორ. ფიზიკის კათედრის ასპირანტი (1974-1977). ასპირანტურის დამთავრების შემდეგ  მუშაობა დაიწყო ამავე კათედრაზე ჯერ ასისტენტად, ხოლო საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობდა თეორ. ფიზიკის კათედრის დოცენტად (1978-1989). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თეორ. ფიზიკის დარგში (1990) და იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო თეორ. ფიზიკის  პროფესორად. თეორ. ფიზიკის კათედრაზე მუშაობისას კითხულობდა ლექციათა კურსებს „თერმოდინამიკასა და სტატისტიკურ ფიზიკაში“, „კვანტურ სტატისტიკაში“, „ელექტროდინამიკა და ველის თეორიაში“, „კონდენცირებული გარემოს ფიზიკაში“, ზოგადი ფიზიკის კათედრაზე „მოლეკულურ ფიზიკაში“. არის 40-ზე მეტი გამოქვეყვებული სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია.  შრომების უდიდესი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. სამეცნ. ინტერესები: კონდენსორებული გარემოს კინეტიკური თვისებები, ბირთვების ოპტ. პოლარიზაცია, მოუწესრიგებული (ამორფული) გარემოს მაგნიტური თვისებები, ნახევრად კვანტური სითხეების დიფუზიის, რელაქსაციის და სხვა კინეტიკური თვისებები. ტ. ა.  მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მიმართულებით.