-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
წვერავა ნიკოლოზ რევაზის ძე (30.III.1986, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის საბაკალავრო (2007) და „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის“ სამაგისტრო პროგრამები(2011). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (2011-2015). დღემდე მუშაობს სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟ. ტექნოლოგიების ინ-ტში მეცნ. მკვლევარის პოზიციაზე (2015–დან). წ. ნ. არის მიწვეული მეცნიერ თანამშრომელი სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. ცენტრში: დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტი (JINR, რუსეთი, 2011-დან); J-PARC (Japan proton acelerator research center, იაპონია, 2011-დან); COMET ექსპერიმენტის სტროუ ტრეკული დეტექტორის წამყავნი სპეციალისტი, DUNE (Deep Underground Neutrino Experiment) ექსპერიმენტის სტროუ ტრეკული დეტექტორის R&D პროგრამის სპეციალისტი საქართველოდან (Fermilab USA, 2020-დან). წ. ნ.-ის სამეცნ. კვლევების სფეროა: გაზური ტრეკული დეტექტორების განვითარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. არის 50-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:,,Vacuum-Compatible, Ultra-Thin-Wall Straw Tracker; Detector construction, Thinner straw R&D, and the brand-new graphite-straw development” (Nuclear Inst. and Methods in Physics Research, A 1042, 2022); ,,Development of a setup for precision measurement of the time parameters of thin-walled straw tubes for the COMET experiment” (Nuclear Inst. and Methods in Physics Research, A 1076, 2025); ,,Development and property study of the 12 m wall thick straw tubes with a diameter of 5 mm for the COMET Straw Tracker System“ (Nuclear Inst. and Methods in Physics Research, A 1081, 2026). წ. ნ.-ს კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტები.