წვერავა ნიკოლოზ ესტატეს ძე
წვერავა ნიკოლოზ ესტატეს ძე

წვერავა ნიკოლოზ ესტატეს ძე (1881, სოფ. საწულუკიძეო, ხონის რ-ნი - ???), მეწარმე, მეცენატი. XIX - XX სს. საზ. მოღვაწე, რ-იც აქტიურად იყო ჩართული საქართვ. კულტ., საზ. და სამეწარმეო საქმიანობაში. იყო ბაქოში თევზის სარეწაო ქარხნის მმართველი. ეკავა ზუგდიდის ქალაქის თავის საპასუხისმგებლო თანამდებობა. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის“ თბილ. განყ-ბის მუდმივი წევრი (1917-1918); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); თბილ. ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი; ქართვ. ვაჭარ-მრეწველთა კავშირის თავ-რე; საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრობის კანდიდატი (II, 1919) - ეროვნ. დემოკრ. პარტიიდან.  აქტიურად ეხმარებოდა ფინანსურად თბილ.  სათავადაზნაურო  ბანკს.

ლიტ.: საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 6.