ცუცქირიძე მარინე ვიქტორის ასული
ცუცქირიძე მარინე ვიქტორის ასული

ცუცქირიძე მარინე ვიქტორის ასული (07.II.1952, ხარაგაულის რ-ნი სოფ. მოლითი), ეკონომისტ-მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ–ტი (1974), მოსკოვის მეცნ. აკად. ცენტრ. ეკონომიკურ-მათ. ინ-ტი (1973-1974), საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართლის ასპირანტურა (1982-1985), იყო თსუ–ის დოცენტი (1991-2005), თსუ–ის ასოცირებული პროფესორი (2006-2007), თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (1986-1989), ინ-ტის სისტემური გამოკვლევების ლაბორ. გამგის მოვალეობის შემსრულებელი (1997-2006),  უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1990-2025). მიღებული აქვს საქართვ.  მთავრობის მადლობა და სტატისიკის საკავშ. სახელმწ. კომიტეტის სიგელი (1989).  არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი: ,,ეკონომიკური მახასიათებლების პროგნოზირების ძირითადი ასპექტები" (2015); ,,ევროინტეგრაციის პროცესში სლოვენიის სამეწარმეო სისტემის განვითარების ასპექტები" (2016); ,,ცოდნის და ტექნოლოგიების ტრასფერის ძირითადი მიმართულებები" (2019); ,,შიგა ინვესტიციების მოზიდვის არსებული გარემო და მისი სრულყოფის გზები" (2020).