-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
წულუკიძე მანანა (02.XII.1952, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1975). მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უფრ. ლაბორანტაად (1975-დან), ფიზიკის ფაკ-ტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე უმცროს (1977-დან) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2004-2006). დღემდე მუშაობს საქართვ. ტექნ. უნ-ტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტზე, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ასისტენტის, უფრ. მასწავლებლისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (1977-დან). დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (2002). კვლევის თემა: ნეიტრალურ ატომებთან და მათ იონებთან ელექტრონების დაჯახებისას მიმდინარე იონიზაციის პროცესების შესწავლა. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სახელმწ. პროგრამებში და საგრანტო პროექტებში. არის 25 სამეცნ. და სასწავ.-მეთოდური ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში.