წულაია ნინო დავითის ასული
წულაია ნინო დავითის ასული

წულაია ნინო დავითის ასული (09.XII.1993, ფოთი), ფსიქოლოგი. თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლ. ინ-ტის ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის საბაკალავრო პროგრამა (2015). იქვე მიენიჭა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლ. მაგისტრის აკად. ხარისხი (2017), მოგვიანებით კი - ფსიქოლ. დოქტორის აკად. ხარისხი (2021). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ორგანიზაციული სამართლიანობა და თანამშრომლის ხმა: ირიბი კავშირების ანალიზი“ (2021). აქტიურად ეწევა განათლების კვლევებისა და ორგანიზაციული მიმართულებით პრაქტ. და კვლევით საქმიანობას: ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრში - PMC; შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრში (2016-2018); საგანმან. პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (2018-დან), საგანმან. კვლევების ეროვნ. ცენტრი (NCER, 2013-დან). თანაავტორებთან ერთად პერიოდულ გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები და კვლევები: „სამართლიანობა, თანამშრომლის ხმა და ანტაგონისტური ქცევები ორგანიზაციაში“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნ., ტ. 3, № 1, 2021); „მიმართება ორგანიზაციულ სამართლიანობას, ზოგად ბედნიერებასა და სამუშაოსთან დაკავშირებულ აფექტურ კეთილდღეობას შორის“ (ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები № 1 (2), 2021); „დასაქმებულის თანხმობისთვის მზაობისა და ავტონომიურობის როლი თანამშრომლის ხმასა და შრომით კმაყოფილებას შორის კავშირში“ (განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია № 4 (61), 2021); „ორგანიზაციული სამართლიანობისა და მნიშვნელობის მქონე სამუშაოს როლი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ფორმირებაში“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნ. ტ. 5, № 1, 2023).