-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
წულაია მირიან მურმანის ძე (03.IV.1970, ქ. თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1993). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (დუბნა, რუსეთი, 1999). მას შემდეგ მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (დუბნა, რუსეთი), პადოვის უნ-ტში (იტალია), კრეტას უნ-ტში (საბერძნეთი), ვენის ტექნიკურ უნ-ტში (ავსტრია), ლივერპულის უნ-ტში (გაერთიანებული სამეფო), კანბერის უნ-ტში (ავსტრალია), დასავლეთ ავსტრალიის უნ-ტში (პერტი, ავსტრალია) პოსტ. დოკის და მკვლევარის პოზიციებზე (1999-2018). იყო ოკლენდის უნ-ტის საპატიო მეცნიერი (ახალი ზელანდია, 2012-2017). დღემდე მუშაობს ოკინავის მეცნ. და ტექნ. ინტ-ში (იაპონია, 2019-დან). ინტერესების სფერო მოიცავს ველის კლასიკურ და კვანტურ თეორიას, სიმების თეორიას, სუპერსიმეტრიას, სუპერგრავიტაციას, შავი ხვრელების თეორიას. სადღეისოდ აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი ზემოთ მოხსენიებულ დარგებში.