-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია). ქ. თბილისში გაიმართა საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“ (18-21.X.2017). ღონისძიების ინიციატორები და მთ. ორგანიზატორები იყვნენ საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის საქართვ. ისტ. წყაროების კომისია (თავ-რე აკად. რ. მეტრეველი) და თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის შუა სს. საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის განყ-ბა (გამგე: პროფ. მ. ჩხარტიშვილი).
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი აერთიანებდა როგორც უფრ. თაობის მეცნიერებს, ასევე დამწყებ მკვლევრებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს. თავ-რე იყო აკად. რ. მეტრეველი.
კონფერენციის საერთაშ. სამეცნ. საბჭოში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართვ-დან, ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, სომხ-დან, რუს-დან. საბჭო იყო პ/მგ საკონფერენციო მასალების ხარისხზე. მოწვეული მომხსენებელი იყო რუს-ის. ხელოვნ. აკად.-ის აკად. ა. ლიდოვი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ხუთმა ათეულმა მკვლევარმა საქართვ. წამყვან კვლ. და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის: თსუ-დან, ილიაუნიდან, სტუ-დან, შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. უნ-ტიდან, სოხუმის სახელმწ. უნ-დან, იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. უნ-ტიდან, საქართვ. ეროვნ. არქივიდან, კორნელი კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრიდან, საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტიდან, თბილ. სას. აკად.-დან. ასევე მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი მკვლევრები.
კონფერენციის განმავლობაში მოისმინეს მოხსენებები ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე, რ-ებიც მოიცავდა ისტ., ისტორიოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი კვლ-ების ფართო სპექტრს. კონფერენცია მოიცავდა პლენარულ სხდომებს, სექციურ შეხვედრებს, დისკუსიებს, კულტ. პროგრამას (თბილ-ის ღირსშესანიშნავ ადგილებში ვიზიტი) და ექსკურსიას კახეთში (სიღნაღი, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი). კონფერენცია შეფასდა ინ-ტის საუკეთესო ღონისძიებად (2017).
თხზ. მ. ჩხარტიშვილი, ს. ქადაგიშვილი. საერთაშ. კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“. „ქართ. წყაროთმცოდნეობა“. 2017/2018. ტ. 19/20.