წოწონავა ბორის სერგოს ძე
წოწონავა ბორის სერგოს ძე

წოწონავა ბორის სერგოს ძე (1926, სენაკი – 1997, თბილისი), ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი. წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1945-1950). სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. პოტიომკინის სახ. პედ. ინ-ტის ასპირანტურაში (1950–1953), სადაც დაიცვა საკანდ. დისერტაცია (1953). მისი აკად. საქმიანობა მრავალმხრივი იყო: სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თელავის პედ. ინ-ტში დოცენტის თანამდებობაზე, მოგვიანებით კი საქართვ. მეცნ. აკადემიის გამოთვლით ცენტრში. გარდაცვალებამდე მისი საქმიანობა სრულად დაუკავშირდა თსუ-ის.  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,, Эстетическая ценность и ее основные формы (1970)  და მიენიჭა ფილოს. მეცნ. დოქტორის ხარისხი. იგი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა დარგის მკვლევრებთან. წ. ბ. თსუ-ში ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა საუნივერსიტეტო კურსებს ესთეტიკასა და ფილოსოფიის ისტორიაში. იგი ხელმძღვანელობდა ასპირანტთა სამეცნ. მუშაობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა ესთეტიკოსთა თაობის მომზადებაში. აქტიურად მონაწილეობდა უნ-ტის საზ. და სამეცნ. ცხოვრებაში, იყო ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი და მრავალი რესპ. თუ საერთაშ. სამეცნ. ფორუმის მონაწილე. მისი სამეცნ. ნააზრევი დღემდე რჩება ქართ. ესთეტ. სკოლის მნიშვნელოვან შენაძენად.

თხზ.: წოწონავა, ბ. (თანაავტორი). (1964). მეცნიერება და რელიგია. თბ., საბჭ. საქართველო; წოწონავა, ბ. (1964). კლასიკური ესთეტიკური მემკვიდრეობის მარქსისტული ათვისებისათვის:[გერმანული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან]. თბ., საბჭ. ხელოვნება; წოწონავა, ბ. (1968). მარქსისტული ესთეტიკის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; წოწონავა, ბ. (1974). ესთეტიკა. თბ., ხელოვნება; წოწონავა, ბ. (1975). ესთეტიკის სახელმძღვანელო:[ესთეტიკა]. თბ. სახ. განათლება; წოწონავა, ბ. (1982). ესთეტიკური აღზრდის პრობლემები. თბ.

მასზე: მახარაძე, მ. (2013). ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, . 4. თბ.; ბერძენიშვილი, ა. (2005). ესთეტიკური კვლევები ბორის წოწონავას შრომებში. კრებულში: „ქართველი ფილოსოფოსები“. თბ.; ყულიჯანიშვილი, ა. (1998). თანამედროვე ქართული ესთეტიკა. თბ., თსუ-ის შრომები, ტ. 328.