წოწკოლაური პავლე გიორგის ძე (03.IV.1997). დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო (2019), სამაგისტრო პროგრამები (2021), სწავლობს სადოქტორო პროგრამაზე (2021-დან); პარალელურდ, თსუ-ში ასწავლიდა მეტროლოგიას, გამოყენებით ელექტრონიკას, ელექტრონულ მოწყობილობებს და სენსორულ სისტემებს (2019-2023); თანამშრომლობს CERN-ბირთვული კვლევების ევრ. ორგანიზაციასთან (2019-დან), შეუერთდა CERN ATLAS ექსპერიმენტის ქართულ კლასტერს; არის თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის (მეფი) მეცნიერ-თანამშრომელი და საქართვ. უნ-ტის ვ. სანაძის სახ. ფიზიკის ინ-ტის ინჟ. (2024-დან). უშუალოდ, წ. პ.-ს მიერ განხორციელდა შუქდიოდის მართვის სისტემის პროექტი CERN ATLAS ტაილ კალორიმეტრის ფოტოგამამრავლებლების სერტიფიცირებისთვის; მუშაობს ამავე ექსპერიმენტის ტაილ კალორიმეტრის განახლებული ელექტრონიკის ტესტირების მობილურ სისტემაზე „პრომეთეო“ (PROMETEO). წ. პ.-მ დიდი წვლილი შეიტანა თსუ-ის მეფი-ის შიდა ქსელის მოდერნიზების პროექტში-განახლდა და დაიხვეწა ინ-ტის ინტერნეტ ინფრასტრუქტურა; დაინერგა 10 Gb ქსელი, გაუმჯობესდა გამოთვლითი კლასტერის სიმძლავრეები ფიზ. ამოცანების ამოხსნისა და სიმულაციებისთვის. წ. პ. არის რამოდენიმე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების საგრანტო პროექტისა და კონფერენციის მონაწილე. ასევე, არის ერთი ელექტრ. წიგნისა და 6 ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:,,Tbilisi state university extremely low frequency radiation research Net (ELFTSU Net): The first measurements at station locations“ (XXIInd International Seminar/Workshop on Direct and Inverse Problems of Electromagnetic and Acoustic Wave Theory (DIPED), Dnipro, Ukraine, 2017); ”Demonstrator system for the high-luminosity upgrade of the ATLAS hadronic Tile Calorimeter”, ATLAS Collab., P. Tsotskolauri (PoS ICHEP2022 1017, ATL-TILECAL_PROC-2022-019, 2022); ,,The Demonstrator of the HL-LHC ATLAS Tile Calorimeter, ATLAS Tile Calorimeter System, Collaboration” (JACoW ICALEPCS2021, 2022); “ATLAS Tile Calorimeter Phase-II Upgrade: Electronics Certification with the Portable Readout Module “PROMETEO”, ATLAS Collab.” (Ukr.J.Phys. 71, 2, 2026).