წოწკოლაური ფიქრია იოსების ასული
წოწკოლაური ფიქრია იოსების ასული

წოწკოლაური  ფიქრია იოსების ასული (25.V.1954, სოფ. ბულაჩაური, დუშეთის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი, ვაჭრობის  ეკონომიკის  სპეციალობით (1971-1976); თსუ-ის საქონელმიმოქცევის ეკონ. და ორგანიზაციის კათედრის ასპირანტურა (1982). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Рентабельность общественного питания и резервы ее повышения (на примере потребительской кооперации Грузинской ССР)“ (საზოგადოებრივი კვების მომგებიანობა და მისი გაუმჯობესების რეზერვები: (საქართველოს სსრ პიტრებიტეკის კოოპერატივის მაგალითის გამოყენებით) და მიენიჭა ეკონ. მეცნ.  კანდ. ხარისხი (1988). წ. ფ. იყო საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1982-1988); ამავე ცენტრის ლაბორ. გამგე (1989-1991); თსუ-ის პროფესორთა  საბჭოს გადაწყვეტილებით  მიენიჭა სამეცნ.-პედ. წოდება,  სპეციალობით მიკროეკონომიკა  და  მარკეტინგი (2000); იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის  ასოცირებული  პროფესორი (2006-2009); ამავე ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი (2006-2009); ტექინფორმის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინ-ტის განვითარების განყ-ების მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2010);  საქართვ. საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის, ეკონ. და ბიზნესის მართვის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2012-2018);  ამავე უნ-ტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2018-დან); სტუ-ის ინ-ტის ტექინფორმის საინფორმაციო ტექნ. განვითარების განყ-ების მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018-დან); სტუ-ის აკად. საბჭო წევრი. წ. ფ. ავტორი და თანაავტორია 50-მდე სამეცნ. შრომებისა: „საზოგადოებრივი კვების რენტაბელობა“ (ეკონომისტი, 1987, N1); „კვლევითი სისტემა საქართველოში და მისი ბიბლიომეტრიული შესწავლა: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ტურიზმი“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2009, მარტი-აპრილი, N2); „ბიზნესის არსისა და დეფინიციის შესახებ“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2009, ნოემბერი-დეკემბერი, N6); „მცირე საწარმოთა მართვის პრობლემები გლობალიზაციის პირობებში“ (გლობალიზაცია და ბიზნესი, 2016, N 1); „მობილური კომერციის ბაზრის განვითარების ტენდენციები საქართველოში“ (ბიზნეს-ინჟინერინგი, 2016, N 1-2); „Evaluation of Science and Technology Projects of Georgian Information System „(მოამბე, 2024, აპრილი-მაისი-ივნისი, ტ. 18, N 2).

თხზ.: წოწკოლაური, ფ. (2016). ელექტრონული ბიზნესი: (დამხმარე. სახელმძღვ.) თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941227370; წოწკოლაური, ფ. (რედაქტორი). (2016). კონტროლი-მმართველობითი გადაწყვეტილების საფუძველი. თბ., ივერიონი, ISBN: 9789941091827; წოწკოლაური, ფ. (რედაქტორი). (2017). ლოგისტიკური პროცესების ინფორმაციულ-უზრუნველმყოფი სისტემა. თბ., ჯეო ქლინი.