ცომაია ქეთი ბორისის ასული
ცომაია ქეთი ბორისის ასული

ცომაია ქეთი ბორისის ასული (28.I.1990, თბილისი), ექიმი, მკვლევარი, კლინ. პათოლოგანატომი, მედიცინის აკად. დოქტორი. დაამთავრა თსსუ მედიკოსის სპეციალობით (2013), თსუ-ის მედ. ფაკ-ტის სადოქტორო პროგრამა (2021), დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,, ღვიძლის სტრუქტურული გარდაქმნები რეზექციისა და განმეორებითი რეზექციის შემდეგ (ექსპერიმენტული კვლევა)“ და მიენიჭა დოქტორის აკად. ხარისხი (2022). დაეუფლა კლინ. პათოლოგიის სპეციალობას (2017-2020) და გაიარა კლინ. პათოლოგიის პრაქტიკა იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია, 2023). მუშაობს თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტში (2018-დან):  მეცნიერ თანამშრომლად (2018-2024), მთ. მეცნიერ თანამშრომლად (2024-დან), დირექტორის მოადგილე (2025-დან). ც. ქ. იყო თსუ-ის მედ. ფაკ-ტის სამეცნ. კვლევისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (2019-2025). მისი მონაწილეობით შეიქმნა მედიცინის ფაკ-ტის ინგლისურენოვანი საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „Translational and Clinical Medicine – Georgian Medical Journal“. მისი თანაავტორობით შეიქმნა რამდენიმე სილაბუსი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თსუ-ის მედ. ფაკუ-ტზე მოწვეული ლექტორი როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სასწ. კურსებზე (2017-2025). ამჟამად არის თსუ-ის მედ. ფაკ-ტის  პათოლ. და სასამართლო მედიცინის დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორი. არის 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია Scopus-ის და/ან Web of Science-ის ინდექსირებულ ჟურნალებში. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონგრესებში სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ესპანეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში (2019-2025), იყო არაერთი საერთაშ. კონფერენციის  სამეცნ. კომიტეტის წევრი. პოსტდოქტურანტურის ფარგლებში კველვას აგრძელებს სიმსივნეების მოლეკულური პათოლოგიის მიმართულებით. არის ორი დოქტორანტის ხელმძღვ. მიღებული აქვს შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის (2023) და აკადემიკოს ნ. ჯავახიშვილის სახ. პრემია მორფოლოგიის დარგში (2023).

თხზ.: ცომაია, ქ. (თანაავტორი). (2022). კბილის პულპის კიბო, როგორ დავადასტუროთ მისი არსებობა?!. მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია. თბ., საქართვ. მცნ. ეროვნ. აკად.; ცომაია, ქ. (თანაავტორი). (2024). სათესლე ბაგირაკსა და სათესლე ჯირკვალში მიმდინარე მორფოლოგიური ცვლილებები საზარდულის მოდელირებული თიაქარპლასტიკის დროს ექსპერიმენტში. საქართველოს ქირურგიის მაცნე, N 12. თბ., თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტი.