-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ცომაია აკაკი ზურაბის ძე (18.V.1974, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდიდატი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის საინჟ. ეკონ. ფაკ-ტის ეკონ. ინფორმატიკისა და მართვის ავტომატიზირებული სისტემების სპეციალობით (1996). დაინიშნა სამრეწვ. წარმოების ეკონ. და მართვის კათედრაზე ლაბორანტად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ერთობლივი საწარმოების როლი და ეფექტიანობა საქართველოს ეკონომიკაში“ (2000). იყო დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2006-2007). იმავე წლიდან ასოცირებული პროფესორია. ავტორია რამდენიმე სამეცნ. შრომისა.
თხზ.:ცომაია, ა. (1999). მსოფლიო წარმოების გლობალიზაცია და ერთობლივი საწარმოები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ცომაია, ა. (2022). თანამედროვე მაკროეკონოიკა, წიგნი 1. თბ., საქართვ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941970832; ცომაია, ა. (2022). თანამედროვე მაკროეკონოიკა, წიგნი 2. თბ., საქართვ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941970849; ცომაია, ა. (2022). თამაშთა თეორია. თბ., საქართვ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941966620.