-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ცხადაია ზოია ვიქტორის ასული (1944, ქ. ხობი). იკვლევს XX ს. ქართ. პოეზიას, ლირიკას ეპოქისეული რეცეფციების ფონზე და ე. წ. „დათბობის“ პერიოდიდან წარმატებულ ხანას განახლებული ქართ. ლექსისათვის. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები XX ს. ლირიკოსებსა და ქართ. საბავშვო პოეზიაზე, ლიტ. პრესის ისტორიასა და ქალაქურ პოეზიაზე. მონაწილეობდა საგრანტო პროექტში „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ (ტ. I-II, III). არჩეულია საბურთალოს რ-ნის „ამაგდარ მოქალაქედ“ (2012). მისი სტატიები ანა კალანდაძის შესახებ გამოქვეყნდა თურქეთში გამომავალ ჟურნ. „ფიროსმანში“ (2008) და წიგნში: Handbook of Georgian Literature Edirid by Irma Ratiani, თავი 13. Romvmatiom of Modern Georgian Literature, 13.2. Zoia Tskhada, „Ana Kalandadze“, ასევე მისი სტატიები გამოქვეყნებულია ბირმინგემის უნ–ტის მიერ გამოცემულ წიგნებში: ,,ქრისტიანულ-მუსულმანური ურთიერთობები“, ტ. XVIII, „საიათნოვა“(2018); ტ. XIX, „ალექსანდრე ჭავჭავაძე“(2019).
თხზ.:ცხადაია, ზ. (1986). ირაკლი აბაშიძის ლირიკა. თბ., მეცნიერება; ცხადაია, ზ. (2006). XX საუკუნის ქართული ლირიკის ისტორიიდან (1930-1940; 1970-1980). თბ., მერანი; Tskhadaya, Z. (თანაავტორი). (2012). Totalitarianism and Literary Discourse: 20th Century Experience. Cambridge Scolars Publishing; Tskhadaya, Z. (თანაავტორი). (2016). Literature in Exile: Emigrants’ Fiction 20th Century Experience. Cambridge Scolars Publishing; Tskhadaya, Z. (თანაავტორი). (2018). Romanticism in Literature On the Cross-road of Époques and Cultures. Frankfurt-Germany; ცხადაია, ზ. (თანაავტორი). (2019). სტალინის იდეოლოგემა და მითოლოგემა ქართულ და ემიგრანტულ ლიტერატურაში, I ტ. თბ., მწიგნობარი; ცხადაია, ზ. (2021). ქართული საბავშვო პოეზია. თბ., საარი; ცხადაია, ზ. (2024). ამაოების სიზმარი. თბ., საარი; ცხადაია, ზ. (2025). ქართული ლიტერატურული პრესა და სალიტერატურო ცხოვრება (1910-2000). თბ.; ცხადაია, ზ. (2025). ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი. რეპრესირებული ქართული მწერლობა და ადამიანური ისტორიები. თბ.