ცხადაია პაატა
ცხადაია პაატა

ცხადაია პაატა (25. IV. 1937, სოფ. ჯვარი, წალენჯიხის რაიონი — 6. IX. 2021), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1960), თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1968) და გახდა უფრ. ლაბორანტი (1969-1976). იყო ამავე უნ-ტის ტოპონიმიკის ლაბორ. გამგე (1976-1984),  წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ტოპონიმიკის ლაბორატორიაში (1984-1987), თსუ-ის ლაბორ. გამგე (1987-დან). ც. პ. შეთავსებით მუშაობდა თსუ-ში, სიღნაღის ფილიალში (1995-დან). იგი იყო ლექტორი, კათედრის გამგე, პროფესორი, სამეცნ. შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2002), შემდეგ — პროფესორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა „მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია“ (1975), სადოქტორო დისერტაციის თემა კი „საკუთარი სახელი კოლხურ (ზანურ) ენაში (მეგრული ტოპონიმის, ანთროპონიმისა და ზოონიმიის მასალების მიხედვით)“ (2002).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ცხადაია, პ. (1998). ქართველური ონომასტიკა: კრ.1: ეძღვნება პროფ. ფარნაოზ ერთელიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს. თსუ, ISBN: 999401286X; ცხადაია, პ. (2000). გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში. თსუ; ცხადაია, პ. (2004). სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია: ისტორიული ანალიზი. თსუ; ცხადაია, პ. (2004). სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი: ნაკვ. 1: წალენჯიხის რაიონი. უნივერსალი, ISBN: 9994032682.