-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
წივწივაძე ედიშერ ტიტიკოს ძე (26.III.1950, ქობულეთი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ექსპერ. ფიზიკის მიმართულებით (1972). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორ. უფრ. ლაბორანტის პოზიციაზე (1972-1973). ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებების ფარგლებში მონაწილეობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის (JINR, რუსეთი) მაღალი ენერგიების ლაბორ. (ЛВЭ ОИЯИ) 2-მეტრიანი პროპანის ბუშტოვანი კამერის 40 გევ/წმ ენერგიის პროტონებით დასხივების ექსპერიმენტში (1973-1978). მონაწილეობდა როჩესტერის მე-18 საერთაშ. მაღალი ენერგიების ფიზიკის კონფერენციაში (თბ., საქართვ., 1976). წ. ე.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე: „Одночастичные полуинклюзивные характеристики пионов, образованных в p-p и p-n – взаимодействиях при импульсе 40 ГэВ/с“ (1978). მან გააგრძელა მუშაობა თსუ-ის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში ჯერ უმცროსი, შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციებზე (1979-1980). წ. ე. როგორც მიწვეული მეცნიერი მუშაობდა ნ. ბორის სახ. ინ-ტის ელემენტალური ნაწილაკების ლაბორატორიაში (კოპენჰაგენი, დანია); ასევე თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (1982-1991). წ. ე.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რელატივისტური ბირთვული ფიზიკა. არის 40-ზე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საბჭ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Inclusive pi- p --> gamma Anything and pi- C-12 --> gamma Anything Reactions at 40-GeV/c“ (Nucl. Phys. B 83, 365-376, 1974); „Investigation of Interactions of pi- Mesons with Carbon Nuclei at 40-GeV/c“ (Sov. J. Nucl. Phys. 25, 539, 1977); „Energy Dependence of Meson Distributions in Quark Jets“ (Sov. J. Nucl. Phys. 32, 734, 1980). ქართ. სინამდვილის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში წ. ე.-მა წარმატებით გაართვა თავი ერთობ საპასუხისმგებლო თანამდებობებს, იყო: საქართვ. კავშირგაბმულობის ახალი ტექნოლ. სამართველოს უფრ. (1991) და საქართვ. კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე (1991-1992); მუშაობდა სხვადასხვა კერძო სექტორში (1992-2005); იყო სამეცნ. საწარმოო კომპანიის „ბიოტექფარმ გე“ ვეცე-პრეზიდენტი (2005-2008) და დირექტორი (2008-დან). ფარმაკ. მიმართულებით წ. ე.-მა გაიარა მრავალი ტრენინგი: „Good Medical Practice, Analytical Pprocedure. GMP“ და „ISO certificate in biomedical practice“ (Cz, 2006); „Good Medical Practice, Validation Procedure. GMP“ (Cozy, 2008); „Cертификат эксперта-аудитора внутренних проверок системы менеджмента качества на соответствие требованиям стандарта: ISO 17025-2019 лаборатории контроля качества лекарственных средств“ (РФ, 2022). იგი ფარმაკ. მიმართულებით გახდა მრავალი სამეცნ. ღონისძიების მონაწილე და ნაშრომის ავტორი: „Inflammatory cytokines as a new targets of cardiac remodeling and its pharmacological correction in patients with chronic stable angina in elderly patients“ (6th Eur. Congress of Pharmacology (EPHAR). Granada Spain. 2012); „Characterization of Target Topical Ocular Delivery form of Levofloxacin. Clinical Therapeutics“ (2015); Anti-Aging Effect of Cynara cardunculus L. var. Cynara scolymus L. Extract in D-Galactose-Induced Skin Aging Model in Rats“ (2018); „Ageing Induced Hyperproduction of Reactive Oxygen Species and Dysbalance in Enzymatic Link of Antioxidant Defense System of Skin and Therapeutic Efficacy of Artichoke Extract“ (Eur.Journal of Medicinal Plants. 27 (4): 1-10, 2019).