ციციშვილი ვლადიმერ გიორგის ძე
ციციშვილი ვლადიმერ გიორგის ძე

ციციშვილი ვლადიმერ გიორგის ძე (17.III.1947, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970), გაირა სტაჟირება სსრკ მეცნ. აკადემიის ელემენტორგანულ ნაერთთა ინ-ტში (მოსკოვი, 1971-1973) და  აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს კურსი „გარემოსდაცვითი შეფასებების პრინცირები“ (2000). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1976), ქიმ. მეცნ. დოქტორი (1988), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2001-2019) და ნამდვ. წევრი - აკადემიკოსი (2019-დან), ქიმიისა და ქიმ. ტექნოლ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2020-დან). იყო: საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტის, ქიმ. კიბერნეტიკის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (1970-1978); ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინ-ტის, ბირთვული მაგნ. რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპ. ცენტრის ხელმძღვ. (1978-1990); პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ. ქიმიის ლაბორ. ხელმძღვ. (1990-2005); დირექტორის მოადგილე (2005-2006); დირექტორი (2006-2010); თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის დირექტორი (2011-2017); მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2018-დან); ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1990-დან), შემდეგ კი თავ-რე (2018-დან). ც. ვ. აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან უნ-ტებთან, მუშაობდა ბერლინის ფიზ. ქიმიის ცენტრ. ინ-ტსა და ლაიფციგის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტზე (1981, 1983); დევი-ფარადეის ლაბორატორიაში (ლონდონი); მანჩესტერის უნ-ტის ფოროვანი მასალებისა და ედინბურგის უნ-ტის მასალათმცოდნეობის ლაბორატორიებში (1993); იგი, როგორც თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის პროფესორი, კითხულობდა ლექციების კურსს კვანტურ ქიმიაში (1991-2005) და ზოგადი ქიმიის ლექციების კურსს შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტში (1996-2006). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: თანამედროვე ფიზ. და მათ. მიდგომების გამოყენება თეორ. ქიმიაში; ნივთიერებების აღნაგობისა და თვისებების კვლევა სპექტროსკოპული მეთოდებით; მოლეკულურ-საცრული, სორბციული, იონმიმოცვლითი და კატალიზური თვისებების მქონე ფოროვანი მასალების სინთეზი, კვლევა და გამოყენების საფუძვლების დადგენა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში. თანაავტორია მონოგრაფიების და მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში და სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში. საქართვ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საერთაშ. დამფინანსებელი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ოფიციალური ექსპერტი; მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2013), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. თვალჭრელიძის (2005), გ. ციციშვილის (2018) და რ. აგლაძის (2021) სახ. პრემიები, თსუ–ის მედალი (2019) და აზერბაიჯანის მეცნ. ეროვნ. აკად. ი. მამედალიევის სახ. ორდენი (2025).

თხზ.: Tsitsishvili, V.  (თანაავტორი). (2024). Preparation and Properties of Paper Containing Bactericidal Zeolite Adsorbents. New York, Apple Academic Press, ISBN 9781003397960; Tsitsishvili, V.  (თანაავტორი). (2023). Bactericidal metal-containing adsorbents prepared from Georgian natural zeolites, New York, Apple Academic Press, ISBN 9781003352181; Tsitsishvili, V.  (თანაავტორი). (2018). Extraction of valuable products from agroindustrial waste materials. Lambert Academic Publishing. ISBN 9786139906963; ციციშვილი, ვ.  (თანაავტორი). (2010). სიმეტრიის თეორიის წარმოდგენების გამოყენება ქიმიაში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941128332; Tsitsishvili, V.  (თანაავტორი). (2008). Similarity of Zeolite Micropore Structures. New-York, Nova Science Publishers, ISBN 9781604563436; ციციშვილი, ვ. (თანაავტორი). (2004). თხენოვანი ქიმიური ლექსიკონი: რუსულ-ქართულ-ინგლისურ-გერმანული ქიმიური ლექსიკონი. თბ., უნივერსალი, ISBN 9994032186.