-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ციციშვილი თამარ გიორგის ასული (3.VI.1956, თბილისი.), ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1884), ფილოლოგიის დოქტორი (2086). თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი (GCLA, 2022-დან). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1977). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1978-1981). არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის თანამშრომელი - XX ს. ქართ. ლიტერატურის განყ-ების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1981), ინფორმატიკისა და უცხოეთთან ურთიერთობის განყ-ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2000). ც.თ.-ს კვლევის სფეროა - XIX ს. და XX ს. დასაწყისის ქართ. მწერლობისა და სალიტ. კრიტიკის ისტორია, XIX ს. და XX ს. დასაწყისის ქართ. საზ-ებრივი აზრის ისტორია, ქართ. მემარცხენე მწერლობა, ქართ. დრამატურგის ისტორია, გენდერული კვლევები, საბავშვო ლიტ-რა. ც.თ. თანაავტორია კრებულებისა და სახელმძღვანელოების: „ქართული რეალიზმის სათავეებთან“ (2015), „ქართული ლიტერატურა-ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში“ I-II ტ. (2016), ,,მემარცხენე მწერლობის ფორმირება საქართველოში“ I-II ტ. (2022), „ქართული დრამატურგიის ქრესტომათია. ნაცნობი და უცნობი ტექსტები“ I-II-IIIტ. (2022-2025), ელექტრონული ვერსია - „კავკასიის საცენზურო კომიტეტი 1848-1906“ (2025.)“Totalitarianism and Literary Discourse: 20th Century Experience“. Cambridge Scolars Publishing (2012), „Artistic Personification of Opposites“. International Academic Publishers. Frankfurt am Main. Berlin (2013), „Literature in Exile: Emigrants’ Fiction 20th Century Experience“. Cambridge Scolars Publishing (2016), „Romanticism in Literature On the Cross-road of Époques and Cultures“. Frankfurt-Germany (2018), “Daniel Chonkadze”. The Christian-Muslim Relations: 1500-1900. University of Birmingham, United Kingdom (2023). Handbook of Georgian literature. BRILL (2025). არის რამდენიმე კრებ. რედაქტორი - „დიმიტრი ყიფიანი ცხოვრება და მოღვაწეობა“, „Судьбоносные биографии“, ი. ჭავჭავაძე. „თხზულებანი“. ტომი XX. „გურამ პატარაია - ცხოვრება და მოღვაწეობა“. ჟურნ. „XIX საუკუნე საუკუნე ეპოქათა მიჯნა“ - სარედაქციო საბჭოს წევრი.
თხზ.: ციციშვილი, თ. (თანაავტორი). (2012). ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნციონალური საზღვრები. თბ., გამომც. საარი; ციციშვილი, თ. (თანაავტორი). (2019). სტალინის იდეოლოგემა და მითოლოგემა ქართულ საბჭოთა და ემიგრანტულ ლიტერატურაში = Stalin's ideologeme and mythologeme in Georgian literature of the soviet times and Georgian emigrant literature. (ნაწ. 1). თბ., მწიგნობარი; ციციშვილი, თ. (თანაავტორი). (2019). სტალინის იდეოლოგემა და მითოლოგემა ქართულ საბჭოთა და ემიგრანტულ ლიტერატურაში = Stalin's ideologeme and mythologeme in Georgian literature of the soviet times and Georgian emigrant literature. (ნაწ. 2). თბ., მწიგნობარი.