ციციშვილი მიხეილ გიორგის ძე
ციციშვილი მიხეილ გიორგის ძე

ციციშვილი მიხეილ გიორგის ძე (24.IV.1995, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა (2017). დაამთავრა ილიას უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. და მედიცინის ფაკ-ტის, ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამა, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით (2019). დაამთავრა აბდუს სალამის თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრის  დიპლომა პროგრამა, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით (ICTP, ტრიესტე, იტალია, 2020). სადიპლომო ნაშრომის სათაური "იზინგის მოდელის და კიტაევის მოდელის შესაბამისობა და მისი განზოგარება Z_n და პარაფერმიონულ მოდელებზე", პროფესორ მ. დალმონტეს, პროფესორ ალ. ნერსესიანისა და დოქტორ პ. ფრომჰოლცის ხელმძღვანელობით. SISSA-ში, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით, პროფესორ მ. დალმონტესა და პროფესორ მ. ფაბრიციოს ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სათაურით "წონასწორული და არაწონასწორული მრავალნაწილაკოვანი სისტემები" (ტრიესტე, იტალია, 2024). ამჟამად მუშაობს დუსელდორფის უნ-ტში, თეორ. ფიზიკის ინ-ტში, პოსტდოქტორანტი-მკვლევარის პოზიციაზე. მუშაობს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის, სტატ. ფიზიკის, ღია კვანტური სისტემებისა და კვანტური ინფორმაციის მიმართულებით.