ციციშვილი გიორგი გივის ძე
ციციშვილი გიორგი გივის ძე

ციციშვილი გიორგი გივის ძე (24.V.1961, თბილისი), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1983). გაიარა ასპირანტურის კურსი საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1986-1989). ამავე პერიოდში იყო ბირთვული კვლევების ინ-ტის ასოცირებული მკვლევარი (მოსკოვი, რუსეთი). არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის თეორ. ფიზ. განყ-ბის თანამშრომელი (1990-დან). მოპოვებული აქვს ტოჰოკუს უნ-ტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (იაპონია, 2004-2005 და 2007-2008). იყო: თეორ. ფიზ. საერთაშ. ცენტრის ასოცირებული წევრი (ICTP, იტალია, 2004-2009); თსუ-ის ფიზ. დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი (2010-2016); თსუ-ის ფიზ. დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2016-დან). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ანიონური ზეგამტარობისა და ფერმიონული რიცხვის დარღვევის ზოგიერეთი საკითხი  დაბალგანზომილებიანი კვანტური ველების თეორიაში“ (1996) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტში სადქტორო დისერტაცია თემაზე:„დაბალგანზომილებიანი ველის თეორიის მიდგომა პლანარულ სპინურ და ჰოლის კვანტურ სისტემებში“ (2006). საერთაშ. სამეცნ. გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 36  შრომა, მათ შორის:„Topological solitons in the noncommutative plane and quantum Hall skyrmions“, (Phys. Rev. D72, 2005, 085002); „Quantum Hall ferromagnets“, (Rep. Prog. Phys. 72, 2009, 086502); „Group structure of Wilson loops in 2D tight-binding models with 2-band and 4-band energy spectra“, (Int. J. Mod. Phys. B36, 2022, 2250197).

თხზ.: Tsitsishvili, G. (თანაავტორი). (2016). Noncommutative Skyrmions in Quantum Hall Systems. Chapter 14 in The multifaceted Skyrmion. World Scientific 2'nd ed. Eds.: M. Rho & I. Zahed, ISBN: 9789814704410.