-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ციციშვილი გიორგი (24.V.1961, ქ. თბილისი), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1983). გაიარა ასპირანტურის კურსი საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1986-1989). ამავე პერიოდში – ბირთვული კვლევების ინ-ტის ასოცირებული მკვლევარი (ქ. მოსკოვი, რუსეთი). არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის თეორ. ფიზ. განყ-ბის თანამშრომელი (190-დან). ტოჰოკუს უნ-ტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (იაპონია, 2004-2005 და 2007-2008). თეორ. ფიზ. საერთაშ. ცენტრის ასოცირებული წევრი (ICTP, იტალია, 2004-2009). თსუ-ის ფიზ. დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი (2010-2016), თსუ-ის ფიზ. დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2016-დან). საერთაშ. სამეცნ. გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 36 შრომა.
თხზ.: Z. F Ezawa and G. Tsitsishvili. (2016). "Noncommutative Skyrmions in Quantum Hall Systems", Chapter 14 in The multifaceted Skyrmion, World Scientific 2016, 2'nd ed. Eds.: M. Rho & I. Zahed, ISBN: 9789814704410.