ციციშვილი-კალანდარიშვილისა სოფიო დავითის ასული
ციციშვილი-კალანდარიშვილისა სოფიო დავითის ასული

ციციშვილი-კალანდარიშვილისა სოფიო დავითის ასული  (I. 1870, სოფ. ნიჩბისი, ქართლის მუნიციპალიტეტი, თავადიშვილის ოჯახში), პედაგოგი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა მცხეთის სამონასტრო სკოლის ოთხი კლასი (1890) და სამასწავლებლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, იქვე დატოვეს მასწავლებლად. იგი აქტიურად ჩაება  საზ.-კულტ. საქმიანობაში. მისი თაოსნობით, მცხეთაში დაარსდა წიგნთსაცავ-სამკითხველო; მოეწყო საკვირაო სკოლა;  იგი ცოლად გაჰყვა მოსე კალანდარიშვილს და საცხოვრებლად ვლადიკავკავში გადავიდა (1900). ამ დროს, ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძის თაოსნობით იქ დაარსებული იყო ქართვ. ქალთა „პარასკევის წრე",  სადაც ქალებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ და წიგნებს უკითხავდნენ. ეფროსინე ჭიჭინაძის თბილ. გადმოსვლის შემდეგ წრის თავმ-რე და ხელმძღვ.  თითონ გახდა. მან დაარსა ჭრა-კერვის იაფფასიანი სკოლა, სადაც ღარიბებს სრულიად უფასოდ ასწავლიდნენ და უკითხავდნე წიგნებს. კურსდამთავრებულნი ჭრა-კერვის მასწავლებლები გამოდიოდნენ. ამ საქმეში მას გვერდში ედგა მისი მეუღლე, მოსე კალანდარიშვილი. იმ დროს კავკავში, ქართვ. ძირითადად წვრილი ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ. მათ რუსული ენა არ იცოდნენ, ხოლო შვილებმა-ქართული. მომავალ ქართვ.  თაობას გადაგვარება ელოდა. თავადის ქალისა და მის თანამოაზრეთა წყალობით, წამოწყებულმა ეროვნ. საქმემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში. ც. ს. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი ( 1907);  ამ საზ-ების კავკავის განყ-ების წევრი (1909); იგი ბრუნდება თბილ. (1914) და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის თაოსნობით ქალთა კომისიის თავმ-რედ იქნა აირჩეული. მათი მიზანი იყო ქართვ. ქალთა საოსტატო სემინარიის დაარსება, მშობლიურ ნიადაგზე მასწავლებელთა მომზადება და ნამდვილი ეროვნ. სკოლის შექმნა. სკოლა გაიხსნა კიდეც თვითმპყრობელობის დროს, სადაც ყველა საგანი ქართ. ენაზე ისწავლებოდა, რაც იმ დროს დიდ მიღწევა იყო. რევოლ. შემდეგ სკოლა საქართვ. მთავრობას გადაეცა. იგი ასევე ჩართული იყო ხარფუხის სამხატვრო-სახელოსნო სკოლის საქმიანობაში. იყო ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918);  მისი   გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ლიტ.: იმედაშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: . 2. თბ., ეროვნ. ბ-კის გამ-ბა;  საქართველოს ეროვნული  არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 3 ა.