ციცაგი მზია ვახტანგის ასული
ციცაგი მზია ვახტანგის ასული

ციცაგი მზია ვახტანგის ასული (3.III.1960, თბილისი), ქიმიკოსი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1982) და მოსკოვის ზელინსკის სახ. ორგ. ქიმიის ინ-ტის ასპირატურა (1985). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქერცლფრთიანთა ფერომონების სინთეზი და კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2002). გაიარა ანალიზური ჩვევების განვითარების კურსი ქიმ. იარაღის აკრძალვის პროგრამით (ნიდერლანდები, 2005). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი მეცნიერ თანამშრომელი (1986-2006), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ორგ. ნაერთთა ქიმ. ლაბორ. ხელმძღვ. და მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან), თსსუ-ის მიწვეული პედაგოგი (2007-დან). ც. მ.-ს შრომები ეხება აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან მცირე მოცულობის, მაღალი ღირებულების მქონე ნაერთების მიღებას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის აღსანიშნავია „Extraction and Analysis of the Major Carotenoids of Agro-Industrial Waste Materials Using Sequential Extraction Techniques and High Performance Liquid Chromatography“  (Eurasian Journal of Analytical Chemistry, 2018, 13(2)) და „Extraction and analysis of oleanolic acid and ursolic acid from apple processing waste materials using ultrasound-assisted extraction technique combined with high performance liquid chromatography“ (Revue Roumaine de Chimie, 2020, 65(10)). ც.მ. თანაავტორია მონოგრაფიის და მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ.-კვლევით ღონისძიებაში. იგი „საქპატენტის“ მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების თანაავტორია: „კვერცეტინის მიღების ხერხი“; „ანტოციანინების მიღების ხერხი“ და „ურსოლის მჟავის მიღების ხერხი“. მონაწილეობდა საერთაშ. და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში: “Alkane selective functionalization, Synthesis of metallocene-based pincer complexes of new generation catalysts for alkane dehydrogenation“ (ISTC); „აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ურსოლის, ოლეანოლის, ბეტულინის მჟავების მიღება, მათი დერივატების სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის შეფასება“; „ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრიბი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“ და „ქართული საღვინე ყურძნის წიპწიდან ზეთისა და ანტიოქსიდანტების ექსტრაქცია სუპერკრიტიკული ფლუიდების გამოყენებით“. ც. მ.-ს ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის რ. აგლაძის სახელობითი აკად. პრემიით ნაშრომთა ციკლისათვის „აგროსამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები“ (2021).

თხზ. : Tsitsagi, M. (თანაავტორი). (2018) Extraction of valuable products from agroindustrial waste materials. Lambert Academic Publishing. ISBN: 9786139906963.ა