-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ციცაგი მარიამ ბორისის ასული (25.X.1985, გორი), გეოგრაფი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზ. გეოგრაფიის განყ-ის ხელმძღვ. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ის დოქტორანტურა (2017), სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა ნიადაგის ეროზიის გის მოდელირებას (შიდა ქართლის მაგალითზე). თსუ-შივე დაასრულა მაგისტრატურა და ბაკალავრიატი. გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა თბილ. 215-ე საჯარო სკოლაში (2008-2012). გახდა სერტიფიც. პედაგ. წლების განმავლობაში მონაწილეობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდების გეოგრაფიის ნაშრომების შეფასების პროცესში. ჩართული იყო გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირირების პროცესში (2022-2023), როგორც საგნობრივი ექსპერტი. მონაწილეობდა საქართვ. ორი ეროვნ. ატლასის შექმნაში: საქართვ. ეროვნ. ატლასები (2012, ქართ. და 2018, ინგლ.). არის Springer-ის მიერ 2022 გამოცემული წიგნის „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ თანაავტორი (2022). არის საერთაშ. რეფერ. ჟურნ. „ქართული გეოგრაფიული ჟურნალი“-ს მდივანი (2021-დან). სტაჟირება გაიარა კანადაში, ლეთბრიჯის უნ-ტში, გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგის სისტემების მაღალი გარჩევადობის (ARTeMIS) ლაბორატორიაში (2015). იმავე წელს სტაჟირება გაიარა აშშ-ში, ინდიანას შტატის პერდუს უნ-ტის ნიადაგის ეროზიის კვლევის ეროვნ. ლაბორატორიაში. ამ პერიოდის კვლევები აისახა სხვადასხვა ნაშრომებში, მათ შორის „ნალექების ეროზიულობის (R ფაქტორი) ყოველთვიური ვარიაციები შიდა ქართლში, საქართველო“ (2017) და „კახეთში, საქართველო, ატმოსფერული ნალექისა და ჩამონადენის ეროზიულობის (R) კოეფიციენტის სივრცითი და დროითი ვარიაციები“ (2018). ორივე ნაშრომი იყო მცდელობა რაოდენობრივად შეეფასებინათ ნიადაგის დანაკარგი სიბრტყითი გადარეცხვის შედეგად. მსგავსი შინაარსის კვლევებში წარმოჩენილი სირთულეების აღმოფხვრის მცდელობა იყო მის მიერ განხორციელებული პროექტი „კახეთის ნიადაგების ციფრული კარტოგრაფირება“ (2018-2020). ც. მ.-მა კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველოში მიწათსარგებლობის ცვლილებების შესწავლა დისტან. ზონდირების გამოყენებით. შედეგად გამოაქვეყნეს ნაშრომი „თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის გამოყენების/მიწის საფარის (LULC) ცვლილების შეფასება დისტანციური ზონდირების (RS) და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით“ (2018). ამას მოჰყვა იტალიის კვლევების ეროვნ. საბჭოსთან ერთად განხორც. პროექტი (2020-2023) ურბანული ტერიტორიისთვის დისტან. ზონდირების გამოყენებით მიწათსარგებლობის ცვლილებების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებაში. აღნიშნული კვლევების გამოძახილი იყო მისი თანახელმძღვანელობით დაცული სადოქტორო ნაშრომი „მიწათსარგებლობის ცვლილება თბილისში - სივრცე-დროითი ანალიზი და ციფრული კარტოგრაფირება“ (2024). დისტან. ზონდირების გამოყენების კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწას ემსახურებოდა პროექტი „გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით“ (2019-2020). მუშაობდა გერმანიაში, RWTH აახენის უნ-ტში პროფ. მაიკლ ლოიშნერის ხელმძღვანელობით (2020-2021). მასთან ერთად განახორციელა პროექტები, რ-ბიც დაფინანსებული იყო შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის და DAAD-ის მიერ. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა ერთობლივი კვლევა „ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის მოდელირება და კარტოგრაფირება საქართველოში“ (2022-2025), რომლის შედეგებზეც 2025 გამოქვეყნდა იგივე სახელწოდების მონოგრაფია, რ-შიც განსაზღვრულია საქ-ში ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის გეოგრაფიული თავისებურებები და დროში ცვალებადობა. ც. მ. კვლევის შედეგებს წარადგენდა სხვადასხვა საერთაშ. კონფერენციებზე. ეწევა პედაგ. საქმიანობას სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლებში (2017-დან), მათ შორის გაუ, თსუ, გორის სასწავ. უნ-ტი. პანდემიის პერიოდში მიყავდა გეოგრაფიის გაკვეთილები მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეთათვის საქართვ. საზ-ებრივი მაუწყებლის არხზე „ტელესკოლა“. ც. მ.-ს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს თსუ-ს მედალი (2015), თბილ. მუნიც. საკრებულოს მადლობის სიგელი (2023), განათლ. და მეცნ. სამინისტროს სიგელი (2024) და აკად. თენგიზ ურუშაძის საპატიო სიგელი მეცნ-ში შეტანილი წვლილისთვის (2025).
თხზ: Tsitsagi, M. (თანაავტორი). (2023). The Big Data for Drought Monitoring in Georgia. In: Geibel, R.C., Machavariani, S. (eds) Chances and Challenges of Digital Management. ISPC 2022. Springer Proceedings in Business and Economics. Springer, Cham; Tsitsagi, M. (თანაავტორი). (2023). Two Years of Pandemic (Georgian Perspectives). Georgian Geographical Journal, 3(1); Tsitsagi M. (თანაავტორი). (2024). Satellite-Based Analysis of Landscapes Transformation in Tbilisi, Georgia. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 18, no.1; ციცაგი მ. (თანაავტორი). (2024). ქ. თბილისის მწვანე საფარი ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომების მიხედვით. საქ. ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. გეოგრ. საზ-ების შრომები: ახალი სერია IV (XXII), 189-200; M. Tsitsagi (თანაავტორი). (2024) Urban green space availability and change patterns (a case study of Tbilisi, Georgia). J. Environ. Biol., 45, 408-417; Tsitsagi, M. (თანაავტორი). (2024). Mapping of Erosion by Wind with RS Data and GIS (case study of Dedoplistskaro Municipality, Georgia). Georgian Geographical Journal, 4(1), 47–56.
მასზე: ჭავჭანიძე, ნ. (თანაავტორი). (2018). პროფესიაში გამორჩეულნი. თბ. პეტიტი.