- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ისტორიკოსი
წითლანაძე თეა გიორგის ასული (28.08.1974, თბილისი), ისტორიკოსი-მედიევისტი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1996). იყო მაძიებელ/ლაბორანტი თსუ-ის შუა ს. ისტორიის კათედრაზე (1999-2003); ამავდროულად კი იყო ლაბორანტი/მკვლევარი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტში, თსუ-ის (1998-2003); ისტორიის მეცნ. კანდ. (2003), თსუ-ის დოცენტი ( 2003-2006), მოწვეული ლექტორი (2006-2008), ასისტენტ-პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი, (2008-2012), მუშაობს სამეცნ.კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (2006-დან). სხვადასხვა პერიოდში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი (2002-2005); ვატიკანის სტიპენდიანტი (2002); ევროკავშირის ,,Marie Curie”-ს პროგრამის “ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში საქართველოსა და მოლდოვისთვის ცენტრ. და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, დაბრკოლებები და გამოწვევები", ვილნიუსის უნ-ტი, ლიტვა (2016); სამეცნ.-კვლ. სტიპენდია. ვენეციის კა’ფოსკარის უნ-ტი, იტალია (2005 და 2009 წლებში); CFI –ის სტიპენდია, იტალიის პროფესიონალური განვითარების პროგრამა (დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ), რომი, იტალია (2006); ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშო. სტიპენდია (ევროსაბჭოს ეგიდით), სტრასბურგი, საფრანგეთი, სექტორი განათლება (2008); ამერიკის ისტ. საზ-ების წევრი (American Historical Association) და აშშ მედიევისტთა აკადემიის წევრი (Medieval Academy) (2017 წლიდან). გახლდათ თსუ-ის სამეცნ. ჟურ. „შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები“-ს რედკოლეგიის წევრი (2003-2005). ერაზმუს + სტიპენდიანტი (ეტვოშ-ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი; მესინას უნ-ტი (იტალია), კოიმბრას უნივერსიტეტი, კოიმბრა, პორტუგალია). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2018 წლიდან); თსუ-ის აკად., სამეცნ. და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი კომისიის წევრი (2019); ავტორია 50 მეტი სამეცნ. ნაშრომისა.
თხზ.: წითლანაძე, თეა. (2006) აბატი სიუჟე –XII საუკუნის I ნახევრის საფრანგეთის დიდი სახელმწიფო მოღვაწე და მემატიანე ; წითლანაძე, თეა. (2004), (თანაავტორი). შუა საუკუნეების ისტორია, (სახელმძღვანელო); წითლანაძე, თეა. (2005), (თანაავტორი). შუა საუკუნეების ისტორია, (სახელმძღვანელო); წითლანაძე, თეა. (2015), (თანაავტორი). საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით; წითლანაძე, თეა. (2015). (თანაავტორი). დასავლეთ ევროპის ისტორია (XVI საუკუნე), (სახელმძღვანელო); წითლანაძე, თეა. (2021). (თანაავტორი). საქართველო XVI საუკუნის ევროპულ წყაროებში.