-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
წითლანაძე კარლო ელიზბარის ძე (20.III.1937, თბილისი- 8.IV.2017, თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის უფრ. მასწავლებელი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1960). ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი, სპეციალობით: „ნამდვილი ცვლადის ფინქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი“(1970). იყო თსუ-ის ალგებრა-გეომეტრ. კათედრის უფრ. ლაბორ. (1960-1966); საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის, ასისტენტი (19660-1986). მუშაობდა არაწრფივი ფუნქციონალური ანალიზის საკითხებზე. გამოქვეყნდა მისი 9 ნაშრომი, მათ შორის, „კრებადობისა და აპრქსიმაციის საკითხები ბანახის ტიპის სივრცეში“. საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტებს მესამე შრომითი სემესტრის ხელმძღვან.(1972). გაიარა თსუ-ის უმაღლ. სასწავლებლების მასწავლებელთა-კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტის კურსები (1980, 1985); ასევე გადამზადების კურსი გამოთვლით და მიკროპროცესულ ტექნიკაში (1987). მუშაობდა საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტზე (1971-1989); მექან.-მათ. ფაკ-ტის ზოგადი მათ. კათედრაზე; ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრაზე უფრ. მასწავლებლად (1989-2004). მისი ნაშრომებია: „К вопросу непрерывности и компактности нелинейных операторов вариационного типа в рефлексивных банаховых пространствах“ (Сообщения Академии наук Грузинской ССР, 1971, т. 64, N1); „О дифференцировании функционалов“ (Сообщения Академии наук Грузинской ССР, т. 64, 1971, N2); «О некоторых свойствах категории множеств в бесконечномерных метрических группах» (Труды молодых науч. работников Тбилис. ун-та, 1972, т. 1).