წითლანაძე კარლო
წითლანაძე კარლო

წითლანაძე კარლო ელიზბარის ძე (20.III.1937,  ქ. თბილ. - 8.IV.2017, ქ. თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის უფრ. მასწავლებელი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1960).  ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი,  სპეციალობით: „ნამდვილი ცვლადის ფინქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი“(1970).  იყო თსუ-ის ალგებრა-გეომეტრ. კათედრის უფრ. ლაბორ. (1960-1966); საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის, ასისტენტი (19660-1986). მუშაობდა არაწრფივი ფუნქციონალური ანალიზის საკითხებზე. გამოქვეყნდა მისი 9 ნაშრომი, მათ შორის, „კრებადობისა და აპრქსიმაციის საკითხები ბანახის ტიპის სივრცეში“. საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტებს მესამე შრომითი სემესტრის ხელმძღვან.(1972). გაიარა თსუ-ის უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა-კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტის კურსები (1980, 1985). მუშაობდა საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტზე  (1971-1989). მუშაობდა მექან.-მათ. ფაკ-ტის ზოგადი მათ. კათედრაზე. გაიარა გადამზადების კურსი გამოთვლით და მიკროპროცესულ ტექნიკაში (1987). მუშაობდა ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრაზე  უფრ.  მასწავლებლად (1989-2004).