წითლანაძე ელიზბარ
წითლანაძე ელიზბარ

წითლანაძე  ელიზბარ სიმონის ძე  (14.VII. 1912, ქ. ბორჯომი-1982, ქ. თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1952), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1951).  დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1934). ფიზ.-მათ. მეცნ.  კანდიდატი (1951). იყო თსუ-ის დოცენტი (1937),  ის პარალელურად კითხულობს ლექციებს საქ. პოლიტექნ. უნ-ტში (1941-1944). არის თსუ-ის პრორექტორი დაუსწრებელი სწავლების დარგში (1944-1945), მოსკოვის სახელმწ. ეკონ. ინ-ტში უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1945-1947), თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტის კათედრის გამგე (1947-1955), თსუ-ის ფიზ.  ფაკ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე (1955-1982), თსუ-ის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტის დეკანი (1969-1976). მას  გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ფუნქციონალური ანალიზის აქტუალურ პრობლემებზე. მისი სამეცნ. ინტერესები ძირითადად მოიცავდა არაწრფივი ფუნქციონალური ანალიზის, ვარიაციათა აღრიცხვის და არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებათა მნიშვნელოვან საკითხებს. ეს შედეგები თავმოყრილია მის მონოგრაფიულ ნაშრომებში. ის ავტორია ფიზ. ფაკ-ტის სტუდენტთათვის გამოცემული სახელმძღვანელოსი „მათემატიკური ანალიზის კურსი“ (სამი ტომი, პროფ. ვლ. ჭელიძის თანაავტორობით). თანაავტორია მონოგრაფიის „ფუნქციონალური ანალიზი“, რ-იც მოსკოვში გამოიცა (1964) და ეს მონოგრაფია თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.  ამავე  წლებში დაიბეჭდა  მისი  მესამე  მონოგრაფია "თანამედროვე არაწრფივი ანალიზის ზოგიერთი ამოცანა". მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მონოგრაფიები „ფუნქციონალური ანალიზის საფუძვლები“, „მათემატიკური ანალიზის საფუძვლები ფუნქციონალურ სივრცეებში“. წ. ე. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართ. ენაზე სახელმძღვანელოების შექმნას. ის ფიზ. ფაკ-ტის სტუდენტთათვის სამი ათეული წლის მანძილზე კითხულობდა ლექციების კურსს მათ. ანალიზში. წლების მანძილზე ატარებდა სატელევიზიო ლექციების კურსს მათემატიკაში. მისი ლექციები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე.