ცისკარიშვილი რუსუდან პეტრეს ასული
ცისკარიშვილი რუსუდან პეტრეს ასული

ცისკარიშვილი რუსუდან პეტრეს ასული (08.IX.1939, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა  თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1962), სწავლობდა ასპირანტურაში (1965 - 1969). დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ნორბორნანის ტიპის პოლიციკლური ბისფენოლების ბაზაზე პოლიამიდოარილატების სინთეზი და კვლევა” და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1980).  შრომები, რ-ებიც შესრულებულია ც.რ.-ს მიერ, ეხება პოლიციკლური ბისფენოლების ბაზაზე რამდენიმე ათეული ახ. პოლიამიდოარილატის სინთეზს და მიღებულ შედეგებს აქვთ რ-ც თეორ., ისე პრაქტ. მნიშვნელობა. ამჟამად მუშაობს მყარი ნანოკრისტალური მასალების შექმნასა და  მათ გამოყენებაზე. სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი მეცნ. თანამშრომელი (1964-1984), პროგნოზისა და პერსპექტიული დაგეგმარების ჯგუფის ხელმძღვ. (1984-1985), სამეცნ.-ტექნ. ლაბორ. გამგე (1985-1995), სამეცნ.-საორგანიზაციო განყ-ბის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2006 - 2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. ლაბ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ქიმიისა და ქიმ. ტექნოლ. განყ-ბის ორგ. ქიმიის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი (1986 – 1992). იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ჟურნ. “მაცნეს” ქიმიის სერიის სარედაქციო კომისიის მდივანი (2011-2017). თანაავტორია მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში  გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების და საკონფერენციო თეზისების: „New bis(naphthalic anhydride)s with organoelement central groupings and poly(naphthaoylene benzimidazole)s on their basis“ (Acta PolymericaOpen source preview, 1991, 42(2-3)); „Aromatic polyethers containing phosphorus in the main polymer chain“ (Acta PolymericaOpen source preview, 1988, 39(8)); „Poly(Amide‐Arylates) based on polycyclic bisphenols“ (Acta PolymericaOpen source preview, 1988, 39(8)). იყო მონაწილე ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტის „ვაზისა და ხეხილის კომპლექსური დაცვა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი საშუალებებით“.