-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
ცისკარიშვილი დიმიტრი აბრამის ძე (17.VII.1924, ახმეტის რ-ნი, სოფ. ზემო ალვანი - 1994), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, ეკონომისტის სპეციალობით (1945-1950). იმავე წელს შევიდა ასპირანტურაში პოლიტეკონომიის სპეციალობაზე და დამთავრებითანავე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „წინანდლის საბჭოთა მეურნეობის ეკონომიკის ძირითადი საკითხები“(1954). მუშაობდა სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლებში (ზოოტექნიკურ-სავეტერინალურ ინ-ტში, თბილ. სამხატვრო აკადემიაში, სას.-სამ. ინ-ტში (1954-1961). იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დოცენტი პოლიტეკონომიის კათედრაზე (1961-დან). წარადგინა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„საბჭოთა მეურნეობრივი წარმოების სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტურობის პრობლემები“ (1990). მოგვიანებით მიენიჭა პროფესორის წოდება (1996). გამოქვეყნებული აქვს 120 -ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.
თხზ.: ცისკარიშვილი, დ. (1961). წარმოების რენტაბელობა და მისი ამაღლების გზები. სამხრეთ ოსეთის სახელგამი; ცისკარიშვილი, დ. (1973). საბჭოთა მეურნეობრივი წარმოების, სპეციალიზაციის საკითხები. თბ., საბჭ. საქართველო; ცისკარიშვილი, დ. (1975). შრომის ნაყოფიერების ზრდის რეზერვები მევენახეობის საბჭოთა მეურნეობებში. თბ., საბჭ. საქართველო; ცისკარიშვილი, დ. (1983). სპეციალიზაცია და დარგთა შეთანაწყობა მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში. თბ., საბჭ. საქართველო; ცისკარიშვილი, დ. (1988). შრომის ნაყოფიერების არსი და მისი გაზომვის თავისებურებანი სოფლის მეურნეობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.