-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ცისკარიძე დიმიტრი ვასილის ძე (21.I. 1942, თბილისი). საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1965) სამეცნ. საქმიანობა საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში დაიწყო. მისი სამეცნ. საქმიანობის სფერო დაკავშირებული იყო ინფორმატიკასთან, ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის სისტემების შექმნასთან. საკავშირო აკადემიის მართვის სისტემების პრობლემების ინ-ტის ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი) სწავლის პერიოდში, მის მიერ გამოკვლეული იქნა ინფორმაციის კოდირების ახ. კლასი, დადგენილი იქნა მათი კოდური მანძილის განმსაზღვრელი ანალიზური გამოსახულება და შეიქმნა რეალიზაციის პროგრამული და აპარატურული საშუალებები (1969-1971). ც. დ. არის ტექ. მეცნ. კანდიდატი, კიბერნეტიკის ინ-ტის სწავლული მდივანი, მონაწილეობდა საქართვ. სრულიად ახ. დარგის მიკროპროცესორული ტექნიკის ათვისებასა და დანერგვაში (1979-1981). მიენიჭა უფრ. მეცნიერის წოდება (1982). ც. დ. სათავეში ჩაუდგა თსუ-ის მიკროპროცესორული სისტემების მოდელირების განყ-ბას (1982-დან) და იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე ახლად დაარსებული მიკროპროცესორული სიტემების კათედრის გამგე (1986-დან). ასეთი პროფილის კათედრა ერთადერთი იყო საქართვ. საგანმან. სისტემაში. კათედრამ ჩაუყარა საფუძველი უნ-ტში მაღალი რანგის ენების, ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების შესწავლას და დანერგვას. ამ პერიოდში კათედრაზე დამუშავდა ინფორმაციის ოპტ. დამუშავების პროგრამული ურუნველყოფის და ქართ. ასონიშნების იდენტიფიკაციის ევრისტული ალგორითმები. არის სამეცნ. ნაშრომის ავტორი: „Клаас арифметических кодов исправляющих многократные ошибки“ (1974); ’’Об одном классе циклических AN- арифметических кодов’’ (1975); ’’Analyses and research o the Graphical Format of the Georgian Alphabet symbols’’ (2004).