-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე პროფესორი
ცისკარიძე ვიოლეტა (19.XII.1921, ქ. თბილისი) ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1942). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1942-1945). ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო აქტიური პედ. და საზ. საქმიანობა. იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1968-დან), პროფესორი (1970-დან); ც.ვ.-ს სამეცნ. კვლევა ეხებოდა უახლესი ქართ. ლიტერატურის საკითხებს (XX ს-ის დასაწყისის ქართ. ნოველისტიკა, ქართ. ისტ. რომანი) და XX ს-ის ქართვ. კლასიკოსთა (შ. არაგვისპირელი, ვ. ბარნოვი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, დ. შენგელაია და სხვ.) შემოქმედებას. მასვე ეკუთვნის წერილები თანამედროვე ქართ. მწერლობასა და ლიტერატურათმცოდნეობაზე. მეცნიერის მრავალწლიანი მეცნ. კვლევის შედეგები თავმოყრილია ორტომეულში „უახლესი ქართული ლიტერატურის საკითხები“. მიენიჭა საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება (1982).
თხზ.: ცისკარიძე, ვ. (1972). უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.