ცირამუა ედუარდ გრიგოლის ძე
ცირამუა ედუარდ გრიგოლის ძე

ცირამუა ედვარდ გრიგოლის ძე (31. XII. 1933, თბილისი-23. XI. 2010, თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით (1957-1962), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა (1966-1070). მოშაობდა აღმრიცხველად, ბუღალტრად, ცენტრ. სტატსამმართველოში განყ-ბის უფროსად, ფინანსთა სამინისტროში რესპუბლიკის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსად, სოცუზრუნველყოფის სამინისტროში საბუღალტრო სამსახურის უფროსად, თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ეკონ. ანალიზისა და ბუღალტრულ აღრიცხვაში (1972-დან). მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე: „Анализ рентабельности химической промышленности Грузинской ССР“ და მიენიჭა სამეცნ.-პედ. წოდება სტატისტიკის, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1981), დაიკავა დოცენტის თანამდებობა (1992-1998). თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამეურნეო საქმიანბის ეკონომიკური ანალიზის სრულყოფის პრობლემები: თეორია,  მეთოდოლოგია, პრაქტიკა“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1998), შემდეგ კი პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (2001-დან). იყო ფინანსების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის აღრიცხვისა და აუდიტის განყ-ბის გამგე (1990-2006). აქტიურად მონაწილეობდა მომხსენებლად საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იყო ეკონ. მეცნ. დაჯილდოებულია საერთაშ. საიმპერატორო და ღირსების მედლებით. გამოქვეყნებული აქვს 77-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები და სასწ.სახელმძღვანელოები, ასევე სამეცნ. სტატიები: „მოსაზრებანი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის თაობაზე“ (ბუღალტრული აღრიცხვა, 1999, N9); „მოსაზრებები აღრიცხვის სრულყოფისა და ინფორმატიზაციის პრობლემებზე“ (ბუღალტრული აღრიცხვა, 2005, N8);

თხზ.: ცირამუა, ე. (1985). ეკონომიკური ანალიზის თეორია: [დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდენტებისათვის]. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ცირამუა, ე. (1996). მოსაზრებები ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონპროექტისათვის. თბ.; ცირამუა, ე. (1997). როგორ წავიკითხოთ ბალანსი, ჩავუტაროთ ანალიზი და აუდიტი. თბ.;  ცირამუა, ე. (1997). აუდიტორული საქმიანობის ორგანიზაცია და მეთოდიკა. თბ.; ცირამუა, ე. (1999). სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზი: (თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა). თბ.; ცირამუა, ე. (2001). ბუღალტრული აღრიცხვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხები. თბ, ფსკი; ცირამუა, ე. (2003). სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის და ფინანსური ანგარიშგების ეკონომიკური ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ცირამუა, ე. (2005). ბუღალტრული აღრიცხვა საშუალო და მცირე წარმოებაში: ფირმა, ბიზნესი, სამეურნეო სუბიექტი. თბ., სიახლე, ISBN: 9994081535; ცირამუა, ე. (2009). აუდიტი : თეორია, მეთოდიკა, ტექნიკა : სახელმძღვ. სტუდ-თვის. თბ., დარბეგი.

ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ., გვ. 539.