წინწკალაძე გიორგი პეტრეს ძე
წინწკალაძე გიორგი პეტრეს ძე

წინწკალაძე გიორგი პეტრეს ძე (31.I.1951, დაბა ასპინძა), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ფიზ. ქიმიის სპეციალობით (1973) და თსუ–ის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი  ფაკ-ტი ფერწერის სპეციალობით (1972); ქიმიის მეცნ. კანდ. (1984); ქიმიის მეცნ. დოქტორი (2006); საქართვ.  მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლი (1973-1986); უფრ. მეცნიერ თანამშრომლი (1986-2013); თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ.-ქიმ.  პროცესების კვლევის ლაბორ. მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2013–დან) და ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2015–დან). წ. გ. - ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს ბუნებრივი ცეოლითების გამოყენებას სამშ. სექტორისთვის, კერძოდ მოწესრიგებული ნანოფოროვანი სტრუქტურის მქონე მასალების მისაღებად და მათ საფუძველზე საშენ მასალათა დანამატების და სარესტავრაციო მასალების დამზადება დაზიანებული არქიტექტორული ძეგლებისათვის. თანაავტორებთან ერთად  გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში: „Anionic-Form Zeolite Material and Possibility of Its Use in Agriculture“ (Advanced Polymer Structures: Chemistry for Engineering ApplicationsOpen source preview, 2023); „PROSPECTS FOR THE USE OF PUMICE FROM GEORGIA IN LIGHTWEIGHT CONCRETES“ (Himia, Fizika ta Tehnologia PoverhniOpen source preview, 2024, 15(4)); „Physical and Chemical Characteristics of Pumice from Some Regions of Georgia and the Prospects for its Use in Lightweight Concrete with Environmental Advantages“ (Environmental Technology and Sustainability: Physical, Chemical and Biological Technologies for Environmental ProtectionOpen source preview, 2024) და სხვ, თანაავტორია მონოგრაფიების, მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ცემენტის წარმოების ხერხი“; „ნანოტექნოლოგიით მიღებული რთული, პროლონგირებული მოქმედების ცეოლითური სასუქი“; „მცენარეთა მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგო თიხა-გოგირდის კომპოზიცია“; „კონსტრუქციული მსუბუქი ბეტონი“ და სხვ., მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში და ეროვ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში.  იგი არის საქართვ. სოფლის მეურნეობის აკადემიის სას.–სამ. ეკოლოგიის დარგობრივი ჯგუფის წევრი (2018–დან), საქართვ. ცეოლითური ასოციაციის წევრი (1977–2004); საქართვ. ძეგლთა დაცვის საზ-ბის წევრი (2015–დან). მიღებული აქვს საქრთვ. მთავრობის საპარტნიორო ფონდის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სერტიფიკატი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში „ნანოტექნოლოგიით მიღებული ახალი აზოტშემცველი ცეოლითური სასუქი“ (2016). UNICEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა განათლების გზით“ ფარგლებში გამოცემული აქვს წიგნი „პრაქტიკული მეფუტკრეობა“. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. თვალჭრელიძის სახ. პრემიით  შრომათა ციკლისთვის: „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა“ (2024).